ბექა დავითულიანი - მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ განახორციელებს, ამიტომ მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მოუწევთ

უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ისეთი პუნქტების გათვალისწინებით, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისად, ოპოზიციას მოუწევს დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და ჩაერთოს ამ პროცესში, ან პირდაპირ თქვას, რომ არ ემხრობა ამას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა "ქართული ოცნების" ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ განახორციელებს, ამიტომ მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მოუწევთ.

როგორც დავითულიანმა განმარტა, აღნიშნული კანონპროექტი მიმართულია ერთი მხრივ, მომავალი თაობების პროპაგანდისგან დაცვისკენ, მეორე მხრივ ეს ცვლილებები ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიით უნდა განხორციელდეს.

"ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში ხდება ხელოვნური პედალირება ამ საკითხებზე, ეს პროპაგანდა სკოლებში შედის და რთულდება მდგომარეობა, რაც ხლეჩს საზოგადოებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანები, ვისაც განსხვავებული სექსუალური იდენტობა აქვს, იყვნენ აბსოლუტურად დაცულები და თავისუფლები ამ ქვეყანაში, მაგრამ მეორე მხრივ, არ ხდებოდეს შეჭრა სკოლებში ისეთი უხეში ფორმებით, როგორითაც ხდება ზოგიერთ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ დავაინიცირეთ იმ ტიპის ცვლილებები, რომელშიც ოპოზიციას მოუწევს მონაწილეობა, იმიტომ, რომ მხოლოდ უმრავლესობის ხმები არ ეყოფა. საკონსტიტუციო ცვლილებს ჩვენ ვერ განვახორციელებთ მათ გარეშე," - განაცხადა დავითულიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია