„უკეთესად მომზადებული, უკეთესი შედეგებისთვის“ – „მოდერნ მედიქალ სოლუშენი“ ენდოვასკულარულ ქირურგიაში ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს

„მოდერნ მედიქალ სოლუშენმა“ ექიმებს ამერიკული კომპანია Medtronic-ის ახალი პროდუქცია - ენდოვასკულარულ ქირურგიაში ახალი ტექნოლოგიები წარუდგინა.

კონფერენცია „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა და მას სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგიის დარგის სპეციალისტები დაესწრნენ. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ექპერტებმა.

ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„მოდერნ მედიქალ სოლუშენის“კომერციულმა დირექტორმა, რომან ლომიძემ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანია ქართული მედიცინის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს:

„საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა სისხლძარღვთა და ენდოვასკულარულ ქირურგიაში უახლესი ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვას, ასევე, ქართველი ექიმებისთვის მათ გაცნობას, რათა პაციენტებმა საქართველოში შეძლონ და მიიღონ იმ სტანდარტის მომსახურება, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში უკვე დანერგილია.

ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუსვლელად, შესაძლებელი იყოს უმაღლესი დონის მკურნალობის ჩატარება, იყოს ნაკლები გართულებები, პაციენტების მკურნალობის უკეთესი შედეგები და სხვადასხვა გართულების გამო, ღია ოპერაციების გაკეთების ნაკლები საჭიროება.

ჩვენი კომპანია - „მოდერნ მედიქალ სოლუშენი“ აგრძელებს ზრუნვას ქართული მედიცინის განვითარებაზე და პარტნიორებთან, კერძოდ, Medtronic-თან ერთად ვაგრძელებთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას, უახლესი ტექნოლოგიების შემოტანას და სხვადასხვა სისტემის დანერგვას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნამდვილად უალტერნატივოა - დღემდე, რეგიონში ხელმისაწვდომი არ ყოფილა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც ეს სისტემები ინერგება და გვჯერა, რომ საქართველოში მკურნალობის ზოგადი ხარისხი უფრო და უფრო აიწევს“.

ქართველმა ქირურგებმა, ენდოვასკულარული ქირურგიის დარგში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს მკურნალობის ეფექტიანობას გაზრდის.

„კომპანია „მოდერნ მედიქალ სოლუშენის“ და Medtronic-ის თაოსნობით გამართული კონფერენცია მიეძღვნა თანამედროვე ტექნოლოგიებს ენდოვასკულარულ ქირურგიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დარგის - სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგიის განვითარებისთვის. აქ კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატება ვასკულარული პათოლოგიების მკურნალობაში, რაც ჩვენი მედიცინისთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რა თქმა უნდა, მკურნალობის ეფექტიანობა და კარგი გამოსავალი გაიზრდება, რაც თავის მხრივ შეამცირებს კიდურების ამპუტაციების ალბათობას და დაეხმარება ჩვენს პაციენტებს, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებს, დაძლიონ აღნიშნული დაავადებები“, - განაცხადა „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის“ ქირურგმა ვახტანგ ყიფიანმა.

კომპანია „მოდერნ მედიქალ სოლუშენი“ მედიკოსებს შემდეგ მოწყობილობებს სთავაზობს:

HawkOne™™ Directional Atherectomy System (მიმართული ათერექტომიის სისტემა).

Chocolate™™* PTA Balloon Catheter (ენდოვასკულარული ანგიოპლასტიკის ბალონ-კათეტერი).

IN.PACT™™ Admiral™™ Drug-Coated Balloon (DCB - წამლით დაფარული ბალონი).

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს