ანრი ოხანაშვილი - გვინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ერთსულოვანი, არა ვინმეს უფლების შეზღუდვაზე, არამედ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნის დაცვის საკითხზე

გვინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ერთსულოვანი, არა ვინმეს უფლების შეზღუდვაზე, არამედ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნის დაცვის საკითხზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების" ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.

მისივე თქმით, ეს ისეთი მნიშვნელობის საკითხია, სადაც საყოველთაო ჩართულობაა საჭირო.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები გავხადოთ საყოველთაო, სახალხო განხილვის ფარგლებში ჩვენი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა პროპაგანდას, რომ გენეტიკურად დაბადებული კაცი, ან ქალი შეიძლება სულაც არ იყოს ასე. შესაბამისად, აქ ჩვენ მოგვიწია ამ საკითხის დაინიცირება ერთი მხრივ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, ეს არის ისეთი მნიშვნელობის საკითხი, სადაც საჭიროა საყოველთაო, სახალხო ჩართულობა და ამ საკითხის საბოლოოდ დაფიქსირება. ეს არის რეალურად გაგრძელება საკითხის, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წელს კონსტიტუციურ რანგში ავიყვანეთ, რომ ქორწინება ეს არის ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამიტომ ჩვენ ვეკითხებით ჩვენ ხალხს აზრს, ჩვენ ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას და გვინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ერთსულოვანი, არა ვინმეს უფლების შეზღუდვაზე, არამედ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნის დაცვის საკითხზე. მე არ მეგულება ადამიანი, თუკი ვინმე ობიექტურად აფასებს ამ საკითხს, არ იქნება მიკერძოებული, რომ არსებობდეს არგუმენტი, რა უდგას იმას წინ, რომ ოჯახური ღირებულებები იყოს დაცული და არასრულწლოვანთა ინტერესები იყოს დაცული," - განაცხადა ოხანაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია