შალვა პაპუაშვილი - სანამ ვინმე სიტყვა „ვეტინგს“ ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ

სანამ ვინმე სიტყვა „ვეტინგს“ ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სასამართლოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ ვინმეს აქვს რაიმე არგუმენტი ქართული მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით, უნდა თქვან. მისი თქმით, ვერავის მოჰყავს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემის შესახებ.

„დრომ გვიჩვენა, 2015 წლიდან მოყოლებული, „რუსთავი 2“-ის საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, ახალა გვარამიას საქმე, ადასტურებს, რომ ყოველ ჯერზე, ჩვენ გვქონდა ორკესტრირებული თავდასხმა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ უცხოელი დონორები, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და ერთად ესხმოდნენ თავს ქართულ მართლმსაჯულებას. წლების განმავლობაში ამით ქმნიდნენ აღქმას, რომ თითქოს არის სისტემური პრობლემები. დღეს მოდიან და გვეუბნებიან, რომ იცით რა, მართალია არგუმენტი არ გვაქვს, მაგრამ არსებობს ასეთი აღქმაო და შემდეგ მოწმედ მოაქვთ ის მადისკრედიტირებელი კამპანია, რომელსაც თავადვე აწარმოებენ. შემდეგ ამას უნდა გასცეს ვითომ ქართველმა ხალხმა პასუხი. თუ ვინმეს აქვს რაიმე არგუმენტი ქართული მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით, თქვან, რატომ არავინ ამბობს. მილიონი შეხვედრა შედგა მათ შორის ღია და დახურული, ქართველ „ენჯეოებთან“ და ოპოზიციასთან და უცხოელებთან. ვარწმუნებ ქართველ ხალხს, არცერთ ასეთ შეხვედრაზე ვერავის მოჰყავს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემის შესახებ, პირიქით, ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ ის საელჩოები, ის დონორები, „ენჯეოები“, ის ოპოზიცია, რომელიც თავს ესხმოდა კონკრეტულ მოსამართლეებს, არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას. მიზანში ჰყავდათ ამოღებული ლაშა ჩხიკვაძე და ცდილობდნენ მორალურად გაენადგურებინათ, ამაში იხარჯებოდა ევროპული და ამერიკული ფული. როცა ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტზე, ეს არის სტანდარტი, რომ ადამიანის მორალურ განადგურებაში იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული? დღეს არავინ არც კი კადრულობს, რომ ბოდიში მოხადონ. სანამ ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სასამართლოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია