ილია დარჩიაშვილი არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის პრეზიდენტს შეხვდა

არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, არგენტინის სენატის პრეზიდენტთან, ვიქტორია ვილარუელთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს არგენტინასა და საქართველოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან ჩაეყარა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ წარმატებით გაგრძელდა.

„არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს არგენტინასა და ზოგადად სამხრეთ ამერიკის რეგიონში, რაც გაგრძელებაა იმ ინტენსიური დიალოგისა, რომელსაც საქართველო აწარმოებს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან.

მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს საქართველო- არგენტინის საპარლამენტო თანამშრომლობას და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო დონეზე კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ევროპის კონტინენტზე არსებული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ როლზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის აქტიურ კომუნიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და ქვეყნის შესაძლებლობათა პოზიციონირების თვალსაზრისით.

ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; ხაზი გაესვა არგენტინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას;

შეფასდა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია