შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტზე სხვადასხვა პირს ვესაუბრე, მათ შორის, ევროკავშირის ელჩსაც - ისინი ხელებს შლიან, არ იციან ფული როგორ იხარჯება - თუ ევროკავშირი ფულს ასე არიგებს, მაშინ ესეც თქვან

საელჩოს თხოვნით მივმართე, რომ ქართული საზოგადოებისთვის არასამთავრობო პროექტების დაფინანსების საჯაროობა უზრუნველყონ - თუ ევროკავშირი პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე, რომ მათი ფული კანონის გვერდის ავლით იხარჯება და თუ ფულს ასე არიგებს, მაშინ ესეც უნდა თქვან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპული ფულით დაფინანსებულ პროექტებზე საუბრისას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც კი „ხელებს შლიან“, რადგან ის, თუ როგორ იხარჯება ევროპული ფული, ზოგჯერ მათთვისაც დამალულია.

„გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა პირს ვესაუბრე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა. მათ შორის, ვესაუბრე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და ელჩსაც. საელჩოს მე ოფიციალური წერილიც მივწერე. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ "ევროპის დემოკრატიული ფონდი" ჯარიმების პროექტს აფინანსებდა. უცებ გასკდა სკანდალი, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯარიმებს იხდიდა და მათ თავიანთ დამფინანსებლად USAID-ის ფონდი ჰქონდათ მითითებული. საელჩომ განაცხადა, რომ ეს ტყუილია და საიტზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა, რომ პროექტს რეალურად "ევროპის დემოკრატიის ფონდი" აფინანსებდა. ამას მალავდნენ.

საელჩოს მოთხოვნით მივმართე, რომ ქართული საზოგადოებისთვის მსგავსი არასამთავრობო პროექტების დაფინანსების საჯაროობა უზრუნველყონ. ზოგჯერ, როცა ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს და ელჩს ვესაუბრები ხოლმე, ისინი ხელებს შლიან, რომ არ იციან ფული როგორ იხარჯება. ეს თვითონ ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაც, გარკვეულწილად, დამალულია. საელჩოს პასუხიც ეს იყო, რომ ეს ცალკე ორგანიზაციაა და მათი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის პასუხი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. თუ ევროკავშირი პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე, რომ მათი ფული კანონის გვერდის ავლთ იხარჯება და თუ ფულს ასე არიგებს, მაშინ ესეც უნდა თქვან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია