კახა კალაძე - როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა

როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს.

მისივე თქმით, არავის მიეცემა საშუალება, რომ ქვეყანა უკან დახიოს და წარსულში დააბრუნოს.

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს