შალვა პაპუაშვილი - შარშან, დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე და მოგვატყუეს - უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია

შარშან, ჩვენ - ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას - დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე და ჩვენ მოგვატყუეს. ნაცვლად მეტი გამჭვირვალობისა, მივიღეთ მეტი დახურულობა. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია. ამ საკითხის მოწესრიგება მხოლოდ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების კომპეტენციაა, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში პირადად ხვდებოდა ყველა დონორსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ გამჭვირვალობა არ არის მხოლოდ დონორის არჩევანი, არამედ მისი ვალდებულებაა.

„პარიზის დეკლარაცია საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის შესახებ ავალდებულებს დონორებს, იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარი დაფინანსების შედეგებზე პარტნიორის წინაშე. ერთი წელი მე პირადად ვხვდებოდი მათ შორის დონორების წარმომადგენლებს, NED-ის ხელმძღვანელობას, საელჩოების წარმომადგენლებს და ვცდილობდი დამერწმუნებინა ისინი. საბოლოო ჯამში ყველა თანხმდებოდა, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ ვერცერთი ნაბიჯით წინ ვერ წავიწიეთ და ნაცვლად იმისა, რომ შესრულებულიყო დაპირება და გამჭვირვალე გამხდარიყო უცხოური დაფინანსება, მივიღეთ უფრო მეტი დახურულობა. მეტიც, ამ ერთი წლის განმავლობაში პერიოდულად ვარკვევდით, რომ თურმე პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან, თურმე რადიკალური ჯგუფები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან, თურმე რადიკალური ორგანიზაცია „სირცხვილიას“ კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ და ადამიანის დაწვის რომანტიზებას ახდენდა, ფინანსდება ამერიკისა და ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ამას ვარკვევდით პერიოდულად, მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ გამჭვირვალობის სახით. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია ეს გამჭვირვალობა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხია, ამიტომ მხოლოდ ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლებაა კომპეტენტური, გადაწყვიტოს როგორ მოგვარდება ეს უსაფრთხოების საკითხები.

„აქ სიტყვა არ ეთქმის უცხოელ აქტორებს. აქ სიტყვა ეთქმის მხოლოდ ქართველ ხალხს. მხოლოდ ქართველმა ხალხმა იცის რა არის კარგი მისი უსაფრთხოებისთვის. მით უმეტეს, როდესაც უცხოელი აქტორები თავად არიან დაინტერესებული მხარე ამ საკითხში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია