საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ენერგეტიკულ საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მის გუნდთან შეხვედრა გამართა

ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე ტენდენციები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრის მთავარი საკითხი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გამოცხადდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებული სიმძლავრის მეორე აუქციონის პირველადი შედეგები, მათ შორის, მედიანური ტარიფი.

„აღსანიშნავია, რომ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი 800 მგვტ ჯამური სიმძლავრით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 30 დეკემბერს, 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, გამოაცხადა, რაც პირველი აუქციონის ოდენობას თითქმის სამჯერ აღემატება.

აუქციონი გამოცხადდა 800 მგვტ სიმძლავრეზე, მათ შორის: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) – 300 მგვტ; საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (1-4 სთ) – 50 მგვტ; დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (4-8სთ) – 100 მგვტ; დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (8სთ >) - 150 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე - 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

აუქციონზე 147 პროექტი იქნა წარმოდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მის გუნდთან საკმაოდ საინტერესო და ორივე მხარისთვის ღირებული შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. შესაბამისად, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, აუცილებელი და მნიშვნელოვანია მთავრობასა და ბიზნესს შორის აქტიური კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, როგორც დარგის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. ენერგეტიკის დარგი, მისი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი გენერატორი შეიძლება გახდეს. ასევე, ენერგეტიკა ის დარგია, სადაც მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთი ყველაზე რეალური პერსპექტივაა",-განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა