მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასწაულ სკანდალში გაეხვია

სალომე ზურაბიშვილი სასწაულ სკანდალში გაეხვია - პრეზიდენტმა ნებართვა იმ მუხლით მოითხოვა, რომელზეც ამბობდა, რომ არ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ვიზიტზე ნებართვა იმ მუხლით ითხოვა, რომელსაც თავად საკონსტიტუციო სასამართლოში არ აღიარებდა.

„პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სასწაულ სკანდალში გაეხვია, იურიდიული სკანდალი დავარქვათ ამას. იცით რომელი მუხლით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას? მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, სალომე ზურაბიშვილმა ნებართვა იმ მუხლით სთხოვა, რომელზეც ამბობდა, რომ - „ამ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო“. სხვა მუხლზე აპელირებდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ანუ ის მუხლი და პუნქტი მიუთითა, რომელსაც არ აღიარებდნენ. იმიტომ რომ, ეს არ არეგულირებს, პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ ვიზიტისო. ანუ, ამ ერთი ჩანაწერით აღიარეს, რომ სიცრუე და სრული „ფეიკი“ იყო, მთელი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა. როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს