რომან გოცირიძე - ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნება“ უნდა დასაჯოს არჩევნებზე და ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გაისტუმროს

დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"] კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ქართველმა ხალხმა ხელისუფლება არჩევნებზე უნდა დასაჯოს.

„ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყანაზე და მის განვითარებაზე ზრუნვა. ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯდეს "ქართულ ოცნებას". ქართველმა ხალხმა, რომელსაც ამ ხელისუფლებამ უღალატა, იგი უნდა დასაჯოს არჩევნებზე და ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გაისტუმროს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა