შალვა პაპუაშვილი - თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე

თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კულტურულ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

„საუბარი გვქონდა ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის მნიშვნელობაზე, იმისთვის რომ წახალისდეს ურთიერთობები, როგორც სახელმწიფოებს, ასევე ხალხებს შორის, განვითარდეს ტურიზმი. გვქონდა ასევე საუბარი იმ კულტურულ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. მადლობა გადავუხადე თურქმენეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილებისთვის, რომ აშხაბადში დაიდგას შოთა რუსთაველის ძეგლი. ეს, რა თქმა უნდა, არის დიდი პატივისცემის ჟესტი ქართული კულტურისა და ისტორიის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება