ეკა გიგაური - „ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნონ ძალაუფლება - ამ მიზნის მისაღწევად ისინი უარს ამბობენ ევროკავშირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, ყველა ორგანიზაცია გააჩეროს იმისთვის, რომ მათ მთავრობაში არსებულ პრობლემებზე კრიტიკულად არ ისაუბრონ.

როგორც ეკა გიგაურმა „თავისუფლების მარშის“ მიმდინარეობისას აღნიშნა, მთავრობა მიზნის მისაღწევად ევროკავშირზე უარს ამბობს.

„ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნონ ძალაუფლება. არჩევნებამდე აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია თუ ადამიანი, გააჩერონ, რათა მათ მთავრობაში არსებულ პრობლემებზე არ ილაპარაკონ. არ ახსენონ ისეთი თემები როგორიცაა კორუფცია, მოსამართლეების შემოწმება, - აბსოლუტურად არაფერი კრიტიკული არ თქვან. ამ მიზნის მისაღწევად ისინი უარს ამბობენ ევროკავშირზე. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის განცხადებები იმაზე, თუ როგორ აშორებს ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის გზას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია