გიგა ბოკერია - აგენტურ საქმეს ხელისუფლება აკეთებს - აგენტია ის, ვინც მტერსა და მოყვარეს ერთმანეთში ურევს

კანონი რომც არ მიიღონ, ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ეროვნული ამოცანის შესრულება შეუძლებელია - აგენტი არის ის, ვინც მტერსა და მოყვარეს ერთმანეთში ურევს, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „პალიტარნიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დასავლეთში საქართველოს ინტერესების აქტიური ლობირების ნაცვლად, პოზიციონირებს ისე, თითქოს დასავლეთი საქართველოსთვის ისეთივე მტერია, როგორც რუსეთი ან მასზე მეტიც კი.

„არ მიყვარს სიბნელეში ხელების ფათური, როცა ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიაზეა საუბარი, მაგრამ მისი სტრატეგიაა, რომ სულ შეტევაზე იყოს. ეს საკითხიც მისი მავნებლური მოღალატეობრივი ხაზის ნაწილია. რა თქმა უნდა, სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ ეს კანონი მსგავსია იმისა, როგორიც ეს ცივილიზებულ სამყაროში არის.

ეს კანონი რომც არ მიიღონ, ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ეროვნული ამოცანის შესრულება შეუძლებელია. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების დემორალიზება არ დავუშვათ, რათა ამ ხელისუფლებას უკან დავახევინოთ, მნიშვნელობა არ აქვს რა გზით.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ კანონის მიღებით მათ ფსიქოლოგიურად თუ ფორმალურად, სურთ იმ საქმის შეზღუდვა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება. სურთ დაპირისპირება იმ სამყაროსთან, რომელიც ჩვენი ბუნებრივი წიაღია და რომელიც ჩვენ მტრისგან თავის დასაცავად გვჭირდება. რუსეთის წინაშე მარტოებს გვტოვებენ. დასავლეთში ჩვენი ინტერესების აქტიური ლობირების მაგივრად, პოზიციონირებენ ისე, რომ თითქოს დასავლეთი ჩვენთვის ისეთივე მტერია, როგორც რუსეთი ან მასზე მეტიც კი. ის ხალხის, ვინც ივანიშვილმა საკუთარი თავის გარშემო შემოიკრიბა, ჩვენთვის უზარმაზარი ზიანის მომტანი ჯგუფი არიან. მათ მთელი კამპანია ტელევიზიასა და სოციალური მედიაში აგებულია იმაზე, რომ ისინი ებრძვიან უცხოური ქვეყნების აგენტურას. თითქოს ეს არის აგენტურა, რომელსაც ომი და ქართული იდენტობის დანგრევა უნდა. სიმართლე არის ის, რომ აგენტურ საქმეს ეს ხელისუფლება აკეთებს. თუ გვინდა აგენტურა ჩვენი ქვეყნის მტრების სინონიმად გამოვიყენოთ, მაშინა ასეთი არის ის, ვისაც უნდა, რომ ეროვნული მეხსიერება წაგვიშალოს და აგენტია ის, ვინც მტერსა და მოყვარეს ერთმანეთში ურევს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა