იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე

გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს. არემარე ნათელი ფერებით, სასიცოცხლო ენერგიით ივსება, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ გაზაფხულის საამური სუნი ტრიალებს და ჩვენ, ადამიანებს, ყნოსვა უფრო გამძაფრებული გვაქვს. ატმოსფეროში გაბნეულია აბიბინებული ბალახის, აყვავებული ხეხილის, ყვავილების ნაზი სურნელება. ბუნებაში ზეიმია, ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე შეიგრძნო მისი მშვენიერება, თუმცა ბუნების დღესასწაული ადამიანებისთვის შესაძლოა არაერთი პრობლემის მიზეზი გახდეს. ამ პერიოდში მთავარი დისკომფორტი გაზაფხულის სეზონური ალერგიის გააქტიურებაა.

ალერგია – ეს არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული მგრძნობელობა ჩვეულებრივი, უსაფრთხო ნივთიერებების მიმართ. ამ დროს იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებას ორგანიზმისთვის საშიშად აღიქვამს და მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.

ალერგიით გამოწვეული დისკომფორტი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს აწუხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 40%-ს სხვადასხვა ტიპის ალერგია აღენიშნებათ (World Allergy Organization (WAO) White Book on Allergy). ალერგიული დაავადებები მნიშვნელოვნად აფერხებს ცხოვრების ხარისხს – ადამიანი კარგავს ენერგიას, იკლებს შრომისუნარიანობა, ყოველდღიური აქტივობა, აღინიშნება დისკომფორტი. ალერგიული დაავადებები ორ ძირითადად ჯგუფად იყოფა:

  • რესპირაციული სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები (მაგ. ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი და სხვა);
  • კანის ალერგიული დაავადებები (მაგ. სხვადასხვა ფორმის ალერგიული დერმატიტები და ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

ალერგიული რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული, ინფექციური ალერგიული ანთებაა, რომელიც სხვადასხვა ალერგენის მიმართ გაუკუღმართებული რეაქციით არის გამოწვეული. ცნობილია სეზონური და სრულწლიანი ალერგიული რინიტი. სეზონური ალერგიული რინიტი გამოწვეულია სეზონური ალერგენებით (უხშირესად ბალახის, ხეების, ყვავილების მტვრით). ხოლო სრულწლიანი ალერგიული რინიტი - გამოწვეულია სრულწლიანი ალერგენებით (ოთახის მტვრის ტკიპები, საყოფაცხოვრებო, სოკოვანი ალერგენები, ცხოველის/მწერის ეპიდერმისი.)

სეზონური ალერგიის ძირითადი სიმპტომებია: ცხვირის გაჭედვა და წყლისებური გამონადენი, ხშირი ცემინება, ყნოსვის დაქვეითება, ცხვირის, თვალის, ხახის ქავილი, თვალების სიწითლე, ცრემლდენა, კანის ქავილი, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი კანზე, დაღლილობა, შრომისუნარიანობის შემცირება, შეიძლება აღინიშნოს სუნთქვის გაძნელება და ბრონქოსპაზმიც კი.

ბავშვებსა და მოზრდილებში სეზონური ალერგიული რინიტი მნიშვნელოვნად აისახება ცხოვრების ხარისხზე. თავს იჩენს ძილის დარღვევა, იზღუდება ყოველდღიური აქტივობა, იკლებს შრომისუნარიანობა სკოლაში, სასწავლებლებსა და სამსახურში.

სეზონური ალერგიული რინიტის მართვა სამ ძირითად კომპონენტს გულისხმობს, ესენია: პრევენციულ ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ალერგენებთან კონტაქტს, მედიკამენტური მკურნალობა და იმუნოთერაპია.

იმისათვის, რომ დისკომფორტი არ გვქონდეს და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ენერგიულად ჩავერთოთ, აუცილებელია გაზაფხულის სეზონური ალერგიის პრევენცია და სიმპტომების განვითარების რისკის შემცირება. კერძოდ, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენა, მოვერიდოთ გარეთ ყოფნას ყვავილობის პერიოდში, ასევე ცხელ და ქარიან ამინდში, ვინაიდან ამ დროს მცენარეთა მტვერი მაღალი კონცენტრაციითაა ჰაერში. აკონტროლოთ ტენიანობა სახლში, ვინაიდან მაღალი ტენიანობისას (>50%-ზე) ხელსაყრელი პირობები იქმნება ოთახის მტვრის ტკიპას აქტივობისთვის. ხშირად გამოირეცხოთ ცხვირი მარილიანი წყლით, ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე ჩამოიბანოთ თვალები, ყურები და ცხვირი, სახლის დალაგებისას, აუცილებლად გამოიყენოთ მტვერსასრუტი (უმჯობესია ფილტრით), ავეჯის დასუფთავებისთვის გამოიყენოთ სველი საშუალებები, ხშირად ცვალოთ თეთრეული, ატაროთ ნიღაბი გარე სამუშაოს შესრულების დროს, თავი შეიკავოთ ალკოჰოლისგან, მოიწესრიგოთ ძილი.

მიუხედავად საპროფილაქტიკო ღონისძიებების მრავალფეროვნებისა, სეზონური ალერგიის გავრცელების პერიოდში, განსაკუთრებით ალერგიული რინიტის დროს, რეკომენდებულია მედიკამენტოზური თერაპია.

ალერგიული რინიტის სამკურნალოდ მოწოდებულია ადგილობრივი მოქმედების ინტრანაზალური კორტიკოსტეროდების სპრეის სახით გამოყენება. ამ ჯგუფის პრეპარატების სისტემური ზემოქმედება მინიმალურია და სიმპტომებზე სრული კონტროლი, რეგულარული გამოყენებიდან, რამდენიმე დღეში ვლინდება. იმისათვის, რომ თავისუფალი სუნთქვა დაიბრუნოთ, ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებაა რენოქსი.

რენოქსი (მომეტაზონის ფუროატი 50 მკგ/140 დოზა) სპრეი – ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდია, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ხსნის ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს, გაჭედილობას. პრეპარატის რეგულარული გამოყენება ამცირებს ნაზალური პოლიპების ზომას, არ იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიას, ახასიათებს დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა და მინიმალური გვერდითი მოვლენები. ინიშნება 3 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში.

დოზირება: 3-11 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში: 1 შესხურებას თითო ნესტოში, დღეში ერთხელ. > 12 წელი ბავშვებსა და მოზრდილებში: 2 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ.

ალერგიული რინიტის მართვაში ასევე აქტიურად გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები, როგორც სეზონური, ისე- პერინეალური (სრულწლიანი) რინიტის სამკურნალოდ. ახალი თაობის პრეპარატებს პრაქტიკულად არ აღენიშნება ძილიანობის გამომწვევი ეფექტი, ამიტომ კომფორტულია პაციენტისთვის.

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტთა 71%-ში ვითარდება ალერგიული კონიუნქტივიტი,რომელიც ხშირადაა ასოცირებული ალერგიულ რინიტთან და ვითარდება ალერგიული რინო-კონიუნქტივიტი. ამ დროს , პაციენტს აწუხებს თვალების სიწითლე, წვა ქავილი, „თვალებში სილის ჩაყრის“ შეგრძნება. ამ დროს შესაძლებელია ინტრანაზალური სტეროიდისა და ანტიჰისტამინური პრეპარატების კომბინირებული გამოყენება.

ლორანექსი (დესლორატადინი) – ახალი თაობის, ანტიჰისტამინური საშუალებაა. პრეპარატი მიიღება ტაბლეტის ან ხსნარის სახით და ხანგრძლივი მოქმედებით გამოირჩევა. ლორანექსის ტაბლეტი და ხსნარი ევროპული ხარისხით დამზადებული პროდუქტებია. იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას და სწრაფად ხსნის მის სიმპტომებს. ლორანექსი გამოირჩევა სელექციურობით H₁ რეცეპტორების მიმართ და ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა. იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მოქმედებას იწყებს მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე.

პრეპარატი ბავშვებში 1 წლიდან და მოზრდილებში მოსახერხებელი დოზირებით ინიშნება. დღეში ერთხელ, ტაბლეტის ან ხსნარის სახით.

ლორანექსის 5 მგ ტაბლეტი მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად:

მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში - 1 ტაბლეტი (5 მგ) ერთხელ დღეში; 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში - ½ ტაბ ერთხელ დღეში; 1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - ¼ ტაბ ერთხელ დღეში.

ლორანექსის ხსნარი მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ.

1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი); 6-11 წლამდე ასაკის ბავშვები - 5 მლ (1 ჩაის კოვზი); მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში - 10 მლ ( 2 ჩაის კოვზი)

ლორანექსი - არ იწვევს ძილიანობას, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები, ამიტომ მისი მიღება ავტომობილის მართვის დროსაც შესაძლებელია. ალკოჰოლის მიღება არ ცვლის ლორანექსის მოქმედების ეფექტს.

სეზონური ალერგიული რინიტის დროს, უმჯობესია მკურნალობა ლორანექსით დავიწყოთ სეზონის დაწყებამდე 1 კვირით, ხოლო რენოქსით 2-3 კვირით ადრე. შესაძლებელია მათი ერთობლივად გამოყენებაც.

პაციენტებში, მედიკამენტური მკურნალობა და იმუნოთერაპია სასურველია დაიგეგმოს ექიმის რეკომენდაციით, ინდივიდუალურად, სიმპტომების სიმძიმის გათვალისწინებით.

პრეპარატები: რენოქსი და ლორანექსი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ნუ მიიღებთ მედიკამენტის მეტ დოზას, ნუ შეისხურებთ სპრეის უფრო ხშირად, ან უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციაა.

ასე რომ, ალერგიული სიმპტომების ჩამოყალიბებამდე, შევამზადოთ ორგანიზმი იმისთვის, რომ ალერგიულმა სიმპტომებმა ნაკლებად შეგაწუხოთ, არ შეიქმნათ დისკომფორტი, აჩუქეთ თქვენ თავს გაზაფხული და დატკბით წლის ამ ლამაზი პერიოდით – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე!

(R)

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა