შალვა პაპუაშვილი - ერთი წელი ჰქონდათ, გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს, ეს არ გააკეთეს, ამიტომ ხალხს აქვს უფლება, საკითხი კანონმდებლობით დაარეგულიროს, მიიღოს ინფორმაცია თანხის ხარჯვაზე

უპირველეს ყოვლისა, რაც არ შეეფერება ევროპულ ღირებულებებს, ეს არის ფულის ფარული ხარჯვა სხვა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი კოლეგებთან ერთად ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა დონორები და დიპლომატები დაერწმუნებინა, რომ ფული რომელიც იხარჯება მათი ბიუჯეტიდან საქართველოში, ეს ფული უნდა იყოს გამჭვირვალე.

„პირადად მე ერთი წელი გავატარე იმაში, რომ დონორები და დიპლომატები დამერწმუნებინა იმაში, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ფული იხარჯება მათი ბიუჯეტიდან საქართველოში, ეს ფული იყოს გამჭვირვალე ჩვენი მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, მათი დარწმუნება ვერ შევძელი, ეს დაფინანსება არის ფარული და შემთხვევით ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პარტიების სალაროებში, რადიკალურ ჯგუფებთან. ასე რომ, კითხვები უნდა მოემართებოდეს არა საქართველოს და მისი ხალხის მიმართ, არამედ პირიქით, ქართველ ხალხს აქვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით, რატომ მალავენ ამ დაფინანსებას. ყველაზე კარგად მათ თავად იციან, რომ ეს დაფინანსება არის დამალული. რაც შეეხება საკითხის გადაწყვეტას, მე ადრეც ვთქვი, არის ასეთი ძველი რომაული გამონათქვამი - „ის, რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს“. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს საკუთარი თავი იუპიტერი ჰგონია, ხოლო ქართველი ხალხი - ხარი. სწორედ ეს არის არაევროპული მიდგომა, როდესაც ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი საქართველოში იქცევა სპეცსამსახურების მეთოდებით და იატაკქვეშა ღონისძიებების სახით აფინანსებს პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს, კანონმდებელი არის ვალდებული, ქართველი ხალხისთვის ეს გამჭვირვალე გახადოს, გვესმის გარკვეული წუხილი და კრიტიკა. ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს საქართველოში. არ გააკეთეს ეს თვითონ, ამიტომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, კანონმდებლობით დაარეგულიროს ეს საკითხი და მიიღოს ინფორმაცია, რაში იხარჯება ეს თანხები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია