ბრიტანულმა მაუწყებელმა Channel 4-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ცნობილმა ისტორიკოსმა და ტელეწამყვანმა ბეთანი ჰიუზმა გადაცემისთვის „TREASURES OF THE WORLD“ საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაცემის მესამე სეზონი 6 აპრილს იწყება, ხოლო საქართველოს შესახებ 46-წუთიანი ფილმის პრემიერა 20 აპრილს არის დაგეგმილი.

„ბეთანი ჰიუზი ფილმში „საქართველო ცივილიზაციის თასი“ აღწერს ვარძიას, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, სვანეთს, თბილისს, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არქეოლოგიურ მასალებს, ქვეყნის კულტურულ საგანძურს, ციხე-კოშკებს, ტაძრებსა და ქართულ ანბანს.

ფილმში ისტორიკოსი და ტელეწამყვანი ბეთანი ჰიუზი მაყურებელს აცნობს ლეგენდას ოქროს საწმისის შესახებ, სვანურ კოშკებს, სვანეთის ეკლესიებში დაცულ შუასაუკუნეების ხატებს, ვარძიაში მდებარე თამარის ფრესკას, ხერთვისის ციხეს, ძველი თბილისის არქიტექტურას და დმანისში აღმოჩენილ უძველეს არქეოლოგიურ ნიმუშებს.

ფილმში წარმოდგენილია ქვევრი, ქართული ღვინის წარმოების რვაათასწლიანი ისტორია, ქართული უნიკალური მუსიკა, პოლიფონიური სიმღერები და კულინარიული ტრადიციები.

ბეთანი ჰიუზის გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურა არის წარმოდგენილი. გადაცემათა ციკლი 2021 წლიდან მზადდება და პოპულარულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს