გია ვოლსკი - სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო სებ-ის მმართველობაში, ამ კონსპირაციის მონაწილე ადამიანი პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრად დაასახელა, მეორე წევრად - კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ აქტივობებთან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში არჩილ მესტვირიშვილის და გიორგი ისაკაძის დასახელებას ეხმიანება.

„სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო ეროვნული ბანკის მმართველობაში, ამ კონსპირაციის მონაწილე ადამიანი პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრად დაასახელა, მეორე წევრად - კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ აქტივობებთან - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების პროცესში მონაწილეობდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი სვამს კითხვას - შეიძლება ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის შესარჩევი კომისიის წევრად დანიშნო ადამიანი, რომელიც გადადგა ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან?

„განა შეიძლება ეროვნული ბანკის შემადგენლობის შესარჩევი კომისიის წევრად დანიშნო ადამიანი, რომელიც გადადგა თანამდებობიდან - ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან? სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო ეროვნული ბანკის მმართველობაში, ამ კონსპირაციის მონაწილე ადამიანი წევრად დაასახელა და მეორე წევრად - კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობებთან. უფრო მეტიც, სკანდალურ თემაში - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების პროცესში მონაწილეობდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „ქრონიკასთან“.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა კომისია შექმნა, რომელიც უკვე შეთანხმდა კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე. ეროვნული ბანკის საბჭოში ოთხი წევრის თანამდებობაა ვაკანტური. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადია შესული. სამუშაო შეხვედრა ორბელიანის სასახლეში დღეს გაიმართება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია