ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია

ციფრულ მარკეტერებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 2020 წლიდან 2030 წლამდე ეს მაჩვენებელი 10%-ით გაიზრდება, რაც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სპეციალობის შემთხვევაში. აღნიშნული სტატისტიკა ციფრული არხებისა და მედიის გავლენის ზრდითაა განპირობებული. ციფრულ მარკეტერებს გადამწყვეტი როლი აკისრიათ დღევანდელ სწრაფად მზარდ ბიზნეს ეკოსისტემაში, სადაც ონლაინ ყოფნა პირდაპირ კავშირშია წარმატებასთან. მეორე მხრივ, ბიზნესოპერატორები მკაფიოდ აცნობიერებენ ონლაინ სივრცის გავლენას ბიზნესის ზრდაზე და ცდილობენ უკეთესად იყვნენ წარმოდგენილები.

მიმდინარე პროცესში დიდი როლი აქვს როგორც სოციალურ მედიას, ისე ელექტრონულ კომერციას. ციფრული მარკეტერები ახდენენ ვებსაიტების ოპტიმიზაციას, აუდიტორიასა და ბრენდებს აკავშირებენ ერთმანეთთან. უწყვეტი სწავლითა და უნარების დახვეწით მათ შეუძლიათ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ განსაკუთრებულად დინამიკურ ციფრული მარკეტინგის სფეროში.

აღსანიშნავია კარიერული ზრდისა და მაღალი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობები. Forbes.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს გლობალურად ციფრული მარკეტინგის მენეჯერის საშუალო ხელფასი 72 000 აშშ დოლარი გახლდათ, ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის საშუალო ანაზღაურება კი - 109 000 აშშ დოლარი.

ამ მიმართულების კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ციფრულ მარკეტერებზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე იზრდება მოთხოვნა შესაბამის სასწავლო პროგრამებზეც. ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა. იმ საგნების მცირედი ჩამონათვალი, რასაც სტუდენტები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ისწავლიან, ასეთია: ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი, ვიზუალური კომუნიკაცია Adobe პროდუქტების გამოყენებით, Google-ის მარკეტინგული ინსტრუმენტები, Microsoft Power BI ანალიტიკური ინსტრუმენტები, CRM - მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი Salesforce-ის გამოყენებით, ელექტრონული კომერცია, მისი პლატფორმები და სხვა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ საბაკალავრო პროგრამის ლექტორები ციფრული მარკეტინგის პრაქტიკოსი სპეციალისტები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რა მოთხოვნა და ტენდენციებია ბაზარზე, რა ინსტრუმენტები ინერგება პროდუქტისა თუ სერვისის ცნობადობის გასაზრდელად და როგორ გამოვიყენოთ ისინი. შესაბამისად, სტუდენტებს სრულყოფილი ინფორმაცია ექნებათ ციფრულ მარკეტინგში არსებულ თანამედროვე მიდგომებზე და მათ პრაქტიკაში დანერგვასაც შეძლებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საბაკალავრო პროგრამა როგორც ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით, ისე საერთაშორისო გამოცდილებით შეადგინა. სტუდენტებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტების ელექტრონული ბაზების თეორიულ მასალაზე, რაც მათ თვალსაწიერს კიდევ უფრო გაუფართოებს. ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება კი, რასაც სტუდენტი კურსის ფარგლებში ისწავლის, დასაქმების ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს