წყალტუბოს ბალნეოლოგიური ცენტრის აღდგენა იწყება - „ალდაგმა“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა

წყალტუბოს ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი, ხანძრის შემდეგ პირვანდელ სახეს იბრუნებს და მაისში, განახლებულ მდგომარეობაში დაიწყებს ფუნქციონირებას.

აღნიშნულ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ზიანის ასანაზღაურებლად, „ალდაგმა“, ნახევარ მლნ ლარზე მეტი უკვე გასცა. წყალტუბოს ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი ქონების დაზღვევის პროდუქტით სარგებლობდა. დაზღვევისგან მიღებული თანხით ხანძრისგან დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგება და ცენტრი დასრულებული იერსახით გააგრძელებს ოპერირებას.

„Park Resort Tskaltubo - ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც სასტუმროს, ბალნეოლოგიურ სპა ცენტრ “Be Healthy”, რესტორან “მაგნოლიასა” და რესტორან “იმერულ ესკიზს” აერთიანებს. დეკემბერში მომხდარი ხანძრის შედეგად, სწორედ ბალნეოლოგიური სპა ცენტრი დაზიანდა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორ კომპანიას გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში, დაზღვევის აუცილებლობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან მოსალოდნელი რისკების მართვისთვის და მასშტაბური ზიანის შედეგების აღმოფხვრისთვის, დაზღვევა საუკეთესო მექანიზმია”, - აცხადებს „ალდაგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თეონა კვიციანი.

აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს.

„ალდაგი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bb+, წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით”, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს