პრემიერი - დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან

დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და არა ისეთი, როგორიც მიღებულ იქნა 2022 წლის ივნისში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება.

„ყველას გახსოვთ, რომ 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება, რომლის გამოყენებაც სცადეს მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი მიმართულებით არ განვითარდება წელს პროცესები და იმედი გვაქვს, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ დღეს გვაქვს უსამართლო მოცემულობა, კერძოდ, გახსნილია მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან, მაშინ როცა ორივე ქვეყანას სერიოზულად ვუსწრებთ წინ. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, დეკემბერში, საბოლოო ჯამში, ეს უსამართლობა ეფექტურად აღმოიფხვრება",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს