სალომე ზურაბიშვილი - ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში დღეს „ქართულ ოცნებას“ არათუ 60% და 80%, როგორც თავად ითვლიან, 25% თუ აქვთ

„ქართული ოცნების“ გამოსვლებისა და მათი კულტურის მინისტრის უკულტურო გამოთქმის მერე, არათუ 60% და 80%, არც ვიცი 25% თუ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში მომავალ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ხალხმა, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ სურს და არც „ნაციონალური მოძრაობა“, დაინახოს, რომ არსებობს ისეთი ფორმულა, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს.

„საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ როგორია გამარჯვების ფორმულა. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში დღეს „ქართულ ოცნებას“ არათუ 60% და 80%, როგორც თავად ითვლიან, 25% თუ აქვთ. მათი გამოსვლებისა და მათი კულტურის მინისტრის უკულტურო გამოთქმის მერე, არც ვიცი თუ აქვთ 25%. პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ხალხმა, რომელსაც არ უნდა „ოცნება“ და არ უნდა „ნაცები“ დაინახოს, რომ სადღაც არსებობს ისეთი ფორმულა, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს. ანუ არც წარსულში დაბრუნება და არც ახლანდელ პირობებში დარჩენა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციური გაერთიანება ვერ იარსებებს, რადგან პარტიები სხვადასხვა საკითხზე ვერ თანხმდებიან, თუმცა ევროპასა და ევროპულ გზასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველა თანხმდება.

„მე არ მჯერა გაერთიანებების. ქუჩაში დიდხანს ვიდექი, ეს დიდი გაერთიანების ფონზე იყო და მერე არეულობა იწყებოდა. დღეს გაერთიანება ვერ იარსებებს იმიტომ, რომ სხვადასხვა საკითხზე შეთანხმება არა არსებობს. მხოლოდ ერთ საკითხზე ვთანხმდებით - ევროპასა და ევროპის გზაზე. საზოგადოებას ჩვენ სამოქმედო გეგმა უნდა შევთავაზოთ, როგორი უნდა იყოს სასამართლო რეფორმა, რა უნდა შეიცვალოს კორუფციაზე, როგორი უნდა იყოს შემდეგი არჩევნები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია