ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, Chatham House-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის, უფროს მკვლევარს, ნატა საბანაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ნატა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ იმყოფებით და საზღვარგარეთ საქმიანობთ, დარწმუნებული ვარ, თვალს ადევნებთ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებს „აგენტების შესახებ“ კანონის სხვა სახელწოდებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ სახელწოდებით მიღებას, ეს თემა ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ და განხილვად თემად იქცა.

ამ თემას საქართველოს პრაქტიკულად ყველა დასავლელი პარტნიორი მყისიერად გამოეხმაურა. ლონდონიდან როგორ ჩანს ის, რაც ამ კანონთან დაკავშირებით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება?

ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში როგორი დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული იმ კანონის მიმართ, რომელსაც ამჯერად ჰქვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“?

- დავიწყებ იმით, თუ როგორია ლონდონისა და ჩვენი სხვა პარტნიორების რეაქცია ამ კანონზე.

ლონდონის პოზიცია სრულ თანხვედრაშია ყველა დანარჩენი პარტნიორის პოზიციასთან. ის შეშფოთებულია ამ კანონპროექტის დაბრუნებით და მოუწოდებს ხელისუფლებას არ მიიღოს იგი და საფრთხე არ შეუქმნას საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს.

ლონდონის პოზიცია სრულ თანხვედრაშია ყველა დანარჩენი პარტნიორის პოზიციასთან. ის შეშფოთებულია ამ კანონპროექტის დაბრუნებით და მოუწოდებს ხელისუფლებას არ მიიღოს იგი და საფრთხე არ შეუქმნას საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს

ბრიუსელში განსაკუთრებით იგრძნობა იმედგაცრუება რადგან ხელისუფლებამ ყველაფერთან ერთად დადებული პირობაც დაარღვია როგორც ქართველი ხალხის ასევე ევროპელი პარტნიორების მიმართ.

პირველად როცა ეს კანონი გაიწვიეს და რეალურად ამან განაპირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ხელისუფლება დაჰპირდა ჩვენს პარტნიორებს რომ მას აღარ დაუბრუნდებოდა.

ბრიუსელში განსაკუთრებით იგრძნობა იმედგაცრუება რადგან ხელისუფლებამ ყველაფერთან ერთად დადებული პირობაც დაარღვია როგორც ქართველი ხალხის ასევე ევროპელი პარტნიორების მიმართ

აღსანიშნავია, თუ როგორი სწრაფი და ერთმნიშვნელოვანი რეაგირება მოყვა “ქართული ოცნების” ამ უღირს ნაბიჯს დასავლეთის მხრიდან. რაც არ არის გასაკვირი რადგან არანაირი გამჭვირვალობის საბაბით არ შეიძლება გადაფარო ის მიზანი რასაც ასეთი ტიპის კანონმდებლობა ემსახურება.

კანონის მიღების მიზანი არის ერთი - ქვეყანაში დასავლეთიდან შემოსული დახმარების შეზღუდვა, მისი მიმღები ადგილობრივი პირების თუ ორგანიზაციების დისკრედიტაცია და საბოლოო ჯამში კრიმინალიზაცია.

კანონის მიღების მიზანი არის ერთი - ქვეყანაში დასავლეთიდან შემოსული დახმარების შეზღუდვა, მისი მიმღები ადგილობრივი პირების თუ ორგანიზაციების დისკრედიტაცია და საბოლოო ჯამში კრიმინალიზაცია

- სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ სახელისუფლებო გუნდმა სახეშეცვლილი სახით ევროპული სივრცისთვის მიუღებელი კანონპროექტი კვლავ პარლამენტში დაებრუნებინა?

- დასავლური ფონდების დახმარება ემსახურებოდა და ემსახურება თავისუფალი მედიის, პლურალიზმის, სამოქალაქო საზოგადოების გამტკიცებას ჩვენს ქვეყანაში. სწორედ წლების განმავლობაში მიღებული მხარდაჭერის შედეგია ის რომ დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს და თავის როლს თამაშობს, ის რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ისმის მედიაში და საზოგადო სივრცეში, ის რომ დღეს აკადემიური საქმიანობა აღდგა ქვეყანაში და ის რომ საქართველო, ყველაფრის მიუხედავად, თავისუფალი ქვეყანაა. სწორედ ეს არის “ოცნების” რეჟიმისთვის პრობლემა.

ხელისუფლებას უნდა ქვეყანაში თავისუფალი სული ჩაკლას რათა მის ერთპარტიულ, უალტერნატივო ბატონობას წინ არაფერი აღუდგეს. ამ კანონის მიღება იქნება როგორც ევროპული ასევე თავისუფალი საქართველოს დასასრული.

ხელისუფლებას უნდა ქვეყანაში თავისუფალი სული ჩაკლას რათა მის ერთპარტიულ, უალტერნატივო ბატონობას წინ არაფერი აღუდგეს. ამ კანონის მიღება იქნება როგორც ევროპული ასევე თავისუფალი საქართველოს დასასრული

გასათვალისწინებელია თუ რა შედეგი გამოიღო მან რუსეთში. აგენტების კანონის შემოღებით და მერე თანდათან გამკაცრებით, რუსეთი ჰიბრიდული მმართველობის რეჟიმიდან, სადაც განსხვავებული აზრის გამოთქმის შეზღუდული შესაძლებლობა მაინც არსებობდა, სადაც სამეცნიერო თუ არტისტული თავისუფლების კუნძულები შემორჩენილი იყო, გადაიზარდა კლასიკურად ავტორიტარულ, რეპრესიულ რეჟიმად. ამ კანონმა ბოლომდე ჩაახშო თავისუფალი აზრი და მოაზროვნე რუსული საზოგადოების სრული უმრავლესობა ემიგრაციაში გააქცია.

რუსეთში აღარ არსებობს არა მხოლოდ თავისუფალი მედია, არამედ თავისუფალი კინო, ხელოვნება, კულტურა. ამ კანონმა მისცა იურიდიული უფლება ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეემოწმებინა, აუდიტი მოეხდინე, ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხის ქვეშ მოექცია ნებისმიერი არასასურველი ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი.

„აგენტის“ ანუ მოღალატის იარლიყის მიწებებით რუსეთის ხელისუფლებამ სრული დისკრედიტაცია მოეხდინა რუსეთის საზოგადოების ფართო ფენების თვალში თავისუფალი ადამიანების. სწორედ ეს არის ამ კანონის მიზანი. ეს კანონი არის რეპრესიისა და წნეხის ლეგალური ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ ანტი-დემოკრატიულ ხელისუფლებას სჭირდება რათა ძალაუფლება უვადოდ შეინარჩუნოს.

ეს კანონი არის რეპრესიისა და წნეხის ლეგალური ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ ანტი-დემოკრატიულ ხელისუფლებას სჭირდება რათა ძალაუფლება უვადოდ შეინარჩუნოს

რა კავშირი აქვს მას ევროპულ ღირებულებებთან ან ქვეყნის მართვის დემოკრატიულ წყობასთან რომლის ქვაკუთხედი ხალხის თავისუფალი არჩევანი და ხელისუფლების რეგულარული, მშვიდობიანი ცვლა არის? არაფერი.

ყველა ქვეყანაში სადაც ასეთი ტიპის კანონი ან მიიღეს ან განიხილავენ არის ქვეყანა სადაც ძალაუფლება ერთ პარტიას აქვს უზურპირებული და პუტინისტური იდეოლოგიის მიმდევარია. ამიტომაც ჩვენი პარტნიორების რეაქცია ცალსახაა და ამას არანაირი შედარება ამერიკის კანონთან თუ ევროპულ ინიციატივასთან არ უშველის.

პირველ რიგში იმიტომ რომ დასავლურ და რუსულ-ქართულ კანონმდებლობას შორის ერთი უმთავრესი სხვაობაა: მოტივი. მართალია რომ ევროპაში სერიოზულად შეშფოთებულები არიან მტრული სახელმწიფოების, პირველ რიგში რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეებით, პირდაპირი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ესპიონაჟით. სწორედ ამ საფრთხეებისგან დაცვაა მათი მიზანი.

ევროპაში სერიოზულად შეშფოთებულები არიან მტრული სახელმწიფოების, პირველ რიგში რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეებით, პირდაპირი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ესპიონაჟით. სწორედ ამ საფრთხეებისგან დაცვაა მათი მიზანი

„ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“ რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას. ამ კანონმდებლობით რომლის სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს რომ დასავლეთი მისი მტერია.

ალბათ ასეც არის, ავტორიტარული რეჟიმისთვის დასავლეთი მთელი თავისი არსით, ღირებულების სისტემით, პიროვნების თავისუფლების კულტით არის მიუღებელი და შესაბამისად ის მას ებრძვის. რეჟიმის მტერია მაგრამ ქვეყნის მეგობარი.

„ოცნებას“ სურს პარტია სახელმწიფოსთან გააიგივოს, მაგრამ ამ კანონის მაგალითზე კარგად ჩანს რომ მარტელი პარტიის და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.

- მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, აშშ-მ, ნატოს გენმდივანმაც კი ხელისუფლების ამ სურვილის გამო შეშფოთება გამოთქვეს, სახელისუფლებო გუნდმა გააგრძელა იმის მტკიცება, რომ ანალოგიური კანონი ევროკავშირის რეკომენდაციაა და იგი ბევრ ქვეყანაშია მიღებული.

იყო მოლოდინი, პრემიერ ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის შემდეგ ამ საკითხში მეტი სიცხადე გვექნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა - „ევროკავშირს მსგავსი კანონი არ აქვს... „არ შეიძლება ამ კანონის დაბრუნება“,... „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მას საქართველოს არ მიიღებს.

რადგან ამ თემაზე თბილისში აზრთა სხვადასხვაობაა, კითხვას ასე დავსვამ - რა გვითხრა გერმანიის კანცლერმა კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“?

- კანცლერმა შოლცმა თქვე ის, რაც ყველამ კარგად გავიგონეთ და თქვენც აღნიშნეთ. მერე თარგმნაზე სამარცხვინო გამოკიდებას, გერმანიის ელჩი გამოეხმაურა და პირადად თარგმნა ის რაც ბატონმა კანცლერმა კობახიძისთვის კარგად ნაცნობ ენაზე თქვა. ეს კანონი არ არის და ვერ იქნება ევროპული იმიტომ რომ ამ კანონის სამიზნე თავად ევროპა და თავისუფალი ქართული საზოგადოებაა. ეს კარგად იცის შოლცმა.

კანცლერმა შოლცმა თქვე - ეს კანონი არ არის და ვერ იქნება ევროპული იმიტომ რომ ამ კანონის სამიზნე თავად ევროპა და თავისუფალი ქართული საზოგადოებაა

გარდა ამისა, როდესაც ორბანის უნგრეთმა დააპირა და მიიღო კიდევაც იგივე ტიპის კანონი, ევროპულმა სასამართლომ იგი გააუქმებინა ევროპულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო. ანუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებაც და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები მსგავსი კანონმდებლობის არა-ევროპულობის შესახებ.

ასევე გასათვალისწინებელია ის საერთაშორისო კონტექსტი რომელშიც შოლცის ცალსახა შეფასება მოვისმინეთ. დღეს დასავლეთი რუსეთთან ომშია. ჩემი აზრით, ეს არ არის ახალი ‘ცივი ომი,“ როგორც ზოგი ამბობს, ეს არის სრულიად ახალი, ჰიბრიდული, „ცხელი ომი.“

გასათვალისწინებელია ის საერთაშორისო კონტექსტი რომელშიც შოლცის ცალსახა შეფასება მოვისმინეთ. დღეს დასავლეთი რუსეთთან ომშია. ჩემი აზრით, ეს არ არის ახალი „ცივი ომი,“ როგორც ზოგი ამბობს, ეს არის სრულიად ახალი, ჰიბრიდული, „ცხელი ომი“

„უცხო აგენტების“ ტიპის კანონმდებლობა ჰიბრიდული იარაღია რუსეთის ხელში დასავლეთის წინააღმდეგ. ასეთი კანონების წაქეზებით ის ქმნის იდეოლოგიურად და პოლიტიკურად მეგობრული რეჟიმების რგოლს, რომლებიც რაც უფრო ახლოს არიან ევროკავშირთან მით უკეთესია, რადგან შიგნიდან ააყირაონ ის და დაურღვიონ ერთიანობა და სიმტკიცე.

უნგრეთი ვახსენე და კარგი მაგალითია თუმცა იქ არ გავიდა ეს კანონი მაგრამ ბევრი სხვა რამ გავიდა. იმავეს განიხილავს სერბეთი, ასევე ორბანისტული რეჟიმი, ბოსნიის ღიად პრორუსული რესპუბლიკა სერბსკა, ახალი მთავრობის პირობებში სლოვაკეთი და ახლა საქართველო.

„უცხო აგენტების“ ტიპის კანონმდებლობა ჰიბრიდული იარაღია რუსეთის ხელში დასავლეთის წინააღმდეგ. ასეთი კანონების წაქეზებით ის ქმნის იდეოლოგიურად და პოლიტიკურად მეგობრული რეჟიმების რგოლს, რომლებიც რაც უფრო ახლოს არიან ევროკავშირთან მით უკეთესია, რადგან შიგნიდან ააყირაონ ის და დაურღვიონ ერთიანობა და სიმტკიცე

ყველა ეს ქვეყანა პოტენციაში რუსეთის მიერ მანიპულირებული ნაღმია ევროპისთვის.

- კანცლერ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ კანცლერის ადმინისტრაციის ბიუროკრატიამ კანცლერს ამ თემაზე სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდა. მან ასევე თქვა - „მზად ვარ, პირადად ჩავერთო დისკუსიაში დიპლომატებთან, პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“.

თუ ამავე თემაზე მთელი სახელისუფლებო გუნდის რიტორიკას დავაკვირდებით, სულაც არ ჩანს, ამ კანონთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდი კორექტივების შეტანას აპირებს.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს - თუ მმართველმა გუნდა, კანონი მიიღო იქნება „ვაი“, თუ არ მიიღო, იქნება „უი“.

სავარაუდოდ, როგორი იყო კანცლერ შოლცის განცხადებაზე ბერლინში პრემიერ ირაკლი კობახიძის და თბილისში მთელი სახელისუფლებო გუნდის რეაქცია?

- „ვაი“ და „უი“ შეგიძლია დაგემართოს როდესაც შემთხვევით ან შენდა უნებურად აღმოჩნდები ორი ცუდი არჩევანის წინაშე. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ეს ასე არ არის. მათ სავსებით შეგნებულად, ყველა რისკის და რეაქციის გათვალისწინებით გადადგეს ეს ნაბიჯი.

„ვაი“ და „უი“ შეგიძლია დაგემართოს როდესაც შემთხვევით ან შენდა უნებურად აღმოჩნდები ორი ცუდი არჩევანის წინაშე. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ეს ასე არ არის. მათ სავსებით შეგნებულად, ყველა რისკის და რეაქციის გათვალისწინებით გადადგეს ეს ნაბიჯი

რატომ ეს არის კითხვა და რატომ ახლა? მაშინ როდესაც ამდენი რეფორმაა გასატარებელი, ევროკავშირის 9 პირობა დასაკმაყოფილებელი, რატომ არის რუსული კანონების კრებულის - ლგბტ პროპაგანდის და უცხოური გავლენის კანონების შემოღება ქვეყნისთვის პრიორიტეტი? საქმე სწორედ იმაშია რომ ქვეყნისთვის არა, მაგრამ ხელისუფლებისთვის არის.

არჩევნების წინ, მოესწრებოდა იმ ორგანიზაციების დისკრედიტაცია რომლებმაც შეიძლება ზედმეტი ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებს. მედია საშუალებებზე ზეწოლის ახალი ბერკეტი გაჩნდებოდა და ამით ოპოზიციური ველი კიდევ უფრო დასუსტდებოდა. ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებაზე გათვლილი ნაბიჯი.

მეორე რუსული კანონი, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კი მიმართულია რადიკალური, კონსერვატორული ამომრჩევლის მობილიზაციისთვის. „ქართული ოცნება“ ხომ დღეს „კოლექტიურ მოროშკინაზე“ მუშაობს, მას ახალისებს და წარმოაჩენს ქვეყნის და ქართველობის სახედ. ლაზარეს 9 წელიც ამ კონტექსტში ნიშანდობლივია.

ეს იყო სადამსჯელო გადაწყვეტილება, რომლითაც სხვა ახალგაზრდები უნდა დაეშინებინათ და პროტესტის მუხტი დაეგდოთ. ესეც რუსული მეთოდია.

საბოლოო ჯამში, ხელისუფლების მხრიდან კანონის პარლამენტში ხელმეორედ შემობრუნება იყო შეცდომა, რომელიც მან ზედმეტი თავდაჯერებულობითაც შეიძლება მოსვლოდა. დემოკრატია ყველაზე კარგი სისტემა იმიტომაც არის რომ ის მსგავსი შეცდომებისგან უფრო დაცულია.

საბოლოო ჯამში, ხელისუფლების მხრიდან კანონის პარლამენტში ხელმეორედ შემობრუნება იყო შეცდომა, რომელიც მან ზედმეტი თავდაჯერებულობითაც შეიძლება მოსვლოდა. დემოკრატია ყველაზე კარგი სისტემა იმიტომაც არის რომ ის მსგავსი შეცდომებისგან უფრო დაცულია

როდესაც გყავს ქმედითი ოპოზიცია, თავისუფალი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და როდესაც უმცირესობის აზრის მოსმენა და გათვალისწინება გევალება, ერთპიროვნული, იდიოტური გადაწყვეტილებების რისკი კლებულობს.

დაცული არავინ არაა, მაგრამ დემოკრატია ყველაზე უფრო დაცული სისტემა საბედისწერო შეცდომებისგან. პირიქითაა როცა განსხვავებული აზრის მთქმელი აღარ დაგრჩა გარშემო, ყველა გააგდე ან მტრად შერაცხე და საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა გაქვს.

- გასულ კვირას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართული ოცნების“ მიმართ ისეთი კატეგორიული იყო, როგორც არასდროს. დამკვირვებელთა ნაწილი პრეზიდენტის განცხადებებს რადიკალურადაც კი აფასებს...

- პრეზიდენტმა ახსენა რომ „ქართული ოცნება,“ რუსული ოცნება გახდაო. ეს ასე იმიტომ არის რომ დღეს „ქართული ოცნება“ გარდა იმისა რომ ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს, საქართველოს რუსეთად ქცევას უპირებს.

პრეზიდენტმა ახსენა რომ „ქართული ოცნება,“ რუსული ოცნება გახდაო. ეს ასე იმიტომ არის რომ დღეს „ქართული ოცნება“ გარდა იმისა რომ ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს, საქართველოს რუსეთად ქცევას უპირებს

პუტინისტური იდეოლოგიის ყველა მთავარი გზავნილი მეორდება საქართველოში მზარდი სიხშირით. ესენია სუვერენიტეტის დაცვა, თან დასავლეთისგან, ტრადიციული ღირებულებების და ოჯახის დაცვა, ასევე გარყვნილი დასავლეთისგან, ახალგაზრდების სატანიზმისგან დაცვა, ასევე დასავლეთიდან შემოგზავნილის, და ასე შემდეგ.

ევროპის დროშის დაჭერა უკვე „ნაცობას,“ ანუ მტრობას ნიშნავს. მე ახლა რუსეთზე ვმუშაობ და შემზარავია ამ აშკარა პარალელების დანახვა. მმართველობის სისტემაში ეს ნიშნავს საბჭოთა ელემენტების დაბრუნებას, როგორიცაა ერთ პარტიული მმართველობა თავისი პიროვნების კულტით.

პუტინისტური იდეოლოგიის ყველა მთავარი გზავნილი მეორდება საქართველოში მზარდი სიხშირით. ესენია სუვერენიტეტის დაცვა, თან დასავლეთისგან, ტრადიციული ღირებულებების და ოჯახის დაცვა, ასევე გარყვნილი დასავლეთისგან, ახალგაზრდების სატანიზმისგან დაცვა, ასევე დასავლეთიდან შემოგზავნილის, და ასე შემდეგ

მედიაშიც რუსული პარალელები გამოჩნდა - „ალტ-ინფო“ და „იმედი,“ სხვა არაფერია თუ არა ქართული სოლოვიოვის და მარგარიტა სიმონიანის პროვინციული ასლები.

მაგრამ. არის სერიოზული დაბრკოლება - ერთი ის რომ რუსული ტიპის ულიმიტო ავტორიტარიზმი პატარა ქვეყნებში ფეხს იშვიათად იკიდებს. მას სჭირდება დიდი, მართული მასა. მას ასევე სჭირდება ლოიალური რეპრესიული მანქანის არსებობა.

ავტორიტარიზმის მთავარი დასაყრდნობი მასად გადაგვარებული, დაშინებული საზოგადოებაა. არც ერთი პირობა არ არის საქართველოში. ქართველები თავისი არსით თავისუფალი ხალხია. აქ „გურიის რესპუბლიკა“ დაიბადა ცარისტული რუსეთის პირობებში. ამიტომ არ გამოვა საქართველოსგან „პატარა რუსეთი“ და ყველა მსგავსი მცდელობა კრახით დასრულდება.

- თქვენთან დაკავშირებამდე თვალი შევავლე თქვენს კარგა ხნის წინანდელ ინტერვიუს „ინტერპრესნიუსთან“.

მენიშნა, ამ ინტერვიუში თქვენს მიერ ნათქვამი - „ჩვენგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები ელიან მორალური და პოლიტიკური კომპასის გასწორებას და დიპლომატიური გზებით იმის ჩვენებას, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები არ შეცვლილა“.

ბევრი იმასაც ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს დაკარგული აქვს პოლიტიკური და მორალური კომპასი.

გაქვთ იმის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში შეძლებს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამგვარი კითხვები არ ექნებათ?

- საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მხარს არ უჭერს, მორალურ მხარდაჭერაზე ვსაუბრობ მეტს არც არავინ არ ელის ჩვენგან, რადგან მგონია რომ ხელისუფლების გათვლაა რომ უკრაინა დამარცხდება და რუსეთი გაიმარჯვებს. ეს სავსებით შესაძლებელია.

საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მხარს არ უჭერს, მორალურ მხარდაჭერაზე ვსაუბრობ მეტს არც არავინ არ ელის ჩვენგან, რადგან მგონია რომ ხელისუფლების გათვლაა რომ უკრაინა დამარცხდება და რუსეთი გაიმარჯვებს. ეს სავსებით შესაძლებელია

მაგრამ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და ევროპისთვის. უკრაინის მარცხი დასავლეთის მარცხი იქნება. ამას შეიძლება მოჰყვეს ევროპის საომარ მოქმედებებში ჩართვა ან ახლავე ან ახლო მომავალში.

გამარჯვებული და კიდევ უფრო თვითდაჯერებული რუსეთი ევროპული უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევაა. მოსკოვი უკრაინის მერე სხვასაც მიადგება, არაა გამორიცხული რომ მისი შემდეგი სამიზნე სამეზობლოს გასცდეს და ევროპული ქვეყანა იყოს. თუ პირდაპირი იერიში არ მიიტანა, მაშინ ჰიბრიდულ პროვოკაციას მოაწყობს ნატოს მე-5 არტიკლის დასატესტად.

თუ ომი არ გაფართოვდა, ის მაინც მოხდება რომ ევროპის კონტინენტზე ახალი „რკინის კედელი“ აღიმართება და გავლენის სფეროებად დაიყოფა. ასეთი სცენარის შემთხვევაში სად ვიქნებით ჩვენ? ეს არის მთავარი კითხვა. ამ ხელისუფლების პირობებში ისევ ევროპული კედლის მიღმა აღმოვჩნდებით, ისევ რუსეთის „ცივილიზაციურ“ სივრცეში. ეს თავად კრემლის ტერმინია, ამოვყოფთ თავს.

თუ ომი არ გაფართოვდა, ის მაინც მოხდება რომ ევროპის კონტინენტზე ახალი „რკინის კედელი“ აღიმართება და გავლენის სფეროებად დაიყოფა. ასეთი სცენარის შემთხვევაში სად ვიქნებით ჩვენ? ეს არის მთავარი კითხვა. ამ ხელისუფლების პირობებში ისევ ევროპული კედლის მიღმა აღმოვჩნდებით, ისევ რუსეთის „ცივილიზაციურ“ სივრცეში

ამიტომაც, ის რაც საქართველოში დღეს ხდება, დიდი დაპირისპირების პატარა ნაწილია. ნათელია საით არის მიმართული ხელისუფლების გეოპოლიტიკური კომპასი. მორალური საერთოდ არ აქვს და რაც არ აქვს იმას ვერც გაასწორებს.

მე არც გეოპოლიტიკური კომპასის გასწორების მჯერა უკვე. საქართველოს ახალი მმართველი გუნდი და ახალი ხელისუფლება სჭირდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა