ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს - „ჭიჭე“, კარგი ხარ!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ ვინც სხვა გამომსვლელს საუბარს შეაწყვეტინებს, დარბაზიდან გააძევონ, რის გამოც ის უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ შეაქო და უთხრა: „ჭიჭე, კარგი ხარ!“.

ვაშაძემ, კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა შინაარსობრივ საკითხზე იმსჯელონ.

„ერთი რამე მინდა გთხოვოთ, იყო აქ კონსტრუქციული წინადადება - გამოვიდეს მომხსენებელი, იყოს კითხვა-პასუხი, მაგრამ შევთანხმდეთ, წამოძახილები, შეწყვეტინებები, რასაც უმრავლესობის წევრები აკეთებენ, ეს გააკონტროლეთ. ვინც წამოძახებებში შევა, გაიყვანეთ ოთახიდან, ხალხს აინტერესებს კონკრეტულ საკითხებზე პასუხი. მნიშვნელოვანია, ყველა შინაარსობრივ საკითხზე ვიმსჯელოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ზარქუა ვაშაძეს დაეთანხმა და თქვა, რომ ვინც სხდომაზე ობსტრუქციას მოაწყობს, უნდა გააძევონ.

„რა შთაბეჭდილება მრჩება - ოპოზიციას არ აქვს სურვილი, აქ მსჯელობა გაიმართოს და საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს, ეს შთაბეჭდილება დამრჩა. გაოცებული ვარ, ბატონ "ჭიჭეს" ვეთანხმები - ვინც მომხსენებელს ხელს შეუშლის და დაიწყებს ობსტრუქციას, გაძევებული იქნას დარბაზიდან. მორჩა! "ჭიჭე", კარგი ხარ!“,- განაცხადა ზარქუამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კი აღნიშნა, რომ მათი ინტერესი საკითხის განხილვაა.

„გავუფრთხილდეთ დროს. შევთანხმდით. ჩვენი ამოცანაა, რომ საკითხი განვიხილოთ და საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახოს დისკუსია. თანმიმდევრულად და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ, თუ ამის ინტერესია“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ