კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კვლავ ხმაური იყო - თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კვლავ ხმაური იყო. თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი - პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე გააძევა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ.

თავდაპირველად, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გაძევების ბრძანება გასცა, ხმაურის შემდეგ კი მან დარბაზი „ევროოპტიმისტების“ დეპუტატსაც დაატოვებინა.

„ხმას დაუწიეთ! დატოვეთ დარბაზი! უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებთ თავს, დატოვეთ დარბაზი!“ - მიმართა ოხანაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატებს.

„არ გაპატიებთ ამას, რასაც აკეთებთ. ერთხელ როგორც გაიტანეთ [კანონი], ისე გაგატანინებთ კიდევ და თქვენც გაგიტანთ ყველას ხელისუფლებიდან!,“ - მიმართა ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ სხდომის დატოვების დროს, რასაც ოხანაშვილმა ასე უპასუხა: „შენ თავხედობ ახლა და ხმას დაუწიე!“

საკითხის მომხსენებელმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას ასე მიმართა: „არგუმენტები რომ არ გაქვთ, იმიტომ აკეთებთ ამას და გინდათ კაცის წყობიდან გამოყვანა“.

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოღალატეები უწოდა.

„მართლა მოღალატეები ხართ!,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა