პაატა მანჯგალაძე - ეს კანონი სინამდვილეში არის ის, რომ საქართველოს ჩამოაშოროს ყველა აქტიური მეგობარი და რუსული ორთავიანი გაუმაძღარი არწივის პირისპირ დატოვოს მარტო

იძახიან „ცალ ფეხზე დგომა“, „ცალ ფეხზე დგომა“, მესმის ჰო, ვერ დადგებით ცალ ფეხზე, იმიტომ რომ მუხლებზე დგახართ - უფრო მეტი მხუთავი აირი გაქვთ ნაყიდი? თუ უფრო მეტი დათვის და რეზინის ტყვიები? წაუკითხავი კანონიო რომ იძახით, იმ ახალგაზრდების შეურაცხყოფა არ არის? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და „ქართული ოცნება“ ქვეყანას მორიგი დაპირისპირებისთვის იმეტებს.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, საქართველოში დაპირისპირება მტრის ინტერესია და უმრავლესობას მიმართა, „იქნებ შესაძლებელი იყოს, რომ დავილაპარაკოთ და ქვეყანა არ მივიყვანოთ დაპირისპირებამდე“.

„ეს კანონი სინამდვილეში არის, რომ საქართველოს ჩამოაშოროს ყველა აქტიური მეგობარი და რუსული ორთავიანი გაუმაძღარი არწივის პირისპირ დატოვოს მარტო. რუსეთში როცა მსგავს კანონს იღებდნენ, არ მალავდნენ, რომ ამ კანონის მიზანი არის დასავლეთის როგორც სტრატეგიული მტრის ინტერესების და გავლენის შემცირება და თქვენ რა მიზნით იღებთ ამ კანონს იცით? აგიხსნათ ვინმემ? დაგელაპარაკათ ვინმე? გააზრებული გაქვთ, რას აკეთებთ? რას უკეთებთ საქართველოს მომავალს? ეს არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და თუ ეს ასე არ არის, ერთი ქვეყანა მაინც დაასახელეთ ევროკავშირიდან, რომელიც მიესალმება ამ კანონის მიღებას. მერე იძახიან „ცალ ფეხზე დგომა“, „ცალ ფეხზე დგომა“. მესმის ჰო, ვერ დადგებით ცალ ფეხზე, იმიტომ რომ მუხლებზე დახართ. არავინ არ დგას ცალ ფეხზე ჯერ ერთი. ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო მტრის აგრესიის წინააღმდეგ პირისპირ არ დარჩეს.

ვერ ვხვდები, რა გაძლევთ არხეინად [ყოფნის საფუძველს]. უფრო მეტი მხუთავი აირი გაქვთ ნაყიდი? თუ უფრო მეტი დათვის და რეზინის ტყვიები გაქვთ ნაყიდი? წაუკითხავი კანონიო რომ იძახით, შეურაცხყოფა არ არის იმ ახალგაზრდების? რომელიმეს გეყოფათ ვაჟკაცობა, მიხვალთ, დაელაპარაკებით და ეტყვით, რომ „წაუკითხავ კანონს აპროტესტებს ვიღაცა“ და „ვიღაცას უნდა რომ ბიომასად გადაგაქციოთ“? ეტყვით ამას? გაუბედავთ რომელიმე ახალგაზრდას?

იქნება რამე შესაძლებელი იყოს, რომ დავილაპარაკოთ და ქვეყანა არ მივიყვანოთ დაპირისპირებამდე. ეს არის მტრის ინტერესი და თქვენ ემსახურებით მტრის ინტერესს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა: „ბატონო პაატა, ჩამოყალიბდით“.

„თუ მტრები ვართ რაღას გველაპარაკებით, რაღა დალაპარაკებას გვთავაზობთ? ჩამოყალიბდით თქვენს დამოკიდებულებაში, თორემ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მართალია გვაგინებთ, მაგრამ გულში გიყვარვართ რაღაცნაირად“, - მიმართა პაპუაშვილმა მანჯგალაძეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში