გიგი უგულავა - საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ, არც მომავალი, საღამოს მარტო სუფრა-ღრეობა უნდათ და ამისთვის ორ გროშს აძლევს

ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ, არც მომავალი და არაფერი, მარტო უნდათ საღამოს სუფრა-ღრეობა და ამისთვის ივანიშვილი 2 გროშს აძლევს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საზოგადოებამ პროტესტის მთავარი სლოგანი - „არა რუსულ კანონს“, უნდა შეცვალოს და სლოგანი „არა რუსულ მთავრობას“ უნდა გახდეს.

„ივანიშვილი ეთამაშება ცეცხლს და დაიწვება ამ ცეცხლში. ერთხელ ვერ გაუვიდა, ის არის ავადმყოფი ადამიანი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და გაზაფხულზე აქვს გამწვავებული შიზოფრენია. მთელი ქვეყანა შეიძლება გადაგვაქციოს და გადაგვაყოლოს თავის შიზოფრენიას და ფულს, რომელიც აქვს პუტინთან ერთად ნაშოვნი, რომელიც მისი ორბიტის წევრია. უნდა ეს ქვეყანა ფულის საცავ რეზერვუარად და თითოეული ჩვენგანი მის პირად მცველად გადააქციოს. ვინც ამას არ იზამს ან დაიჭერენ, ან გააქცევენ ქვეყნიდან. მიაწერენ შუბლზე „უცხოური აგენტი“, მერე ვიღაც მორიგი ნაგავი, რომელიც პარლამენტში უზის დაგიძახებთ აგენტს. თქვენ გეხებათ პირდაპირ, მედიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ა.შ. გაუნათლებელი, ხომ ნახეთ რა განათლებას ფლობს ზარქუა, ქართული ასოებით დაწერილ ინგლისურ სიტყვებს ლუღლუღებდა. ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ, არც მომავალი და არაფერი, მარტო უნდათ საღამოს სუფრა-ღრეობა და ამისთვის ივანიშვილი ორ გროშს აძლევს. ეს არის საბჭოთა რუსული რაშიზმი და ფაშიზმი, რასაც ესენი აკეთებენ. ფაშისტებმა როგორ დაიწყეს? - ჯერ ებრაელთა სახლებს ახატავდნენ ვარსკვლავს, მერე სამკლავური გააკეთებინეს და მერე გაზის კამერაში ამოხოცეს, ზუსტად იმავეს აკეთებენ. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ გადარჩება და ბრაზილიის ტყეებში დაიმალება, ცდება, იქიდან ამოიღებს ქართველი ხალხი. ეს არის ყველა ზღვარს გადაცდენა, ეს არ არის უბრალოდ ცუდი ან კარგი მთავრობა. უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ჩვენ ვიძახებთ „არა რუსულ კანონს!“, მანამდე ასე წრეზე ვიტრიალებთ, ერთადერთი რაც უნდა ვთქვათ არის „არა რუსულ მთავრობას“. შარშან, ვიძახდით „არა რუსულ კანონს“ და ერთი წლის შემდეგ კიდევ იქ ვართ. ამიტომ „არა რუსულ კანონს“ წერტილი და არავითარი მაგრამ. არ იქნება რუსული მთავრობა, არ იქნება რუსული კანონები, არ იქნება რუსეთ! ყოველი მეორე რუსის „შპიონები“, რომ დადიან ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას 12 წლის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის არც ერთი აგენტი არ გამოუვლენია.

„რომელ აგენტებზე ვლაპარაკობთ, 12 წელია ხელისუფლებაში არიან, ერთი აგენტი ოკუპანტი ქვეყნის აგენტი გამოუვლენიათ? - არა და ჩვენ ვებრძვით დასავლეთს. ეს კიდევ ცალკე თემაა დასავლეთთან თამაში. უტვინო კოლექტიურ ზარქუებს დასავლეთი მიამიტი ჰგონიათ იმიტომ, რომ კორექტულად ელაპარაკება. მოხვდებათ ცხვირში არა გაშლილი ხელი, არამედ მუშტი. მარტო ელისაშვილის კი არა, სხვა ბევრი მუშტიც მოხვდებათ. ეს გარდაუვალი მოცემულობაა”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მეორე დღეა მართავენ. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ , რომელსაც იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით გუშინ მხარი დაუჭირა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს