გიორგი ვაშაძე - მარტო ჩაიკეტნენ იმისთვის, რომ აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი, რომელიც ივანიშვილმა დაავალა! - ერი და ბერი ერთიანია, ყველა აქციაზე!

მარტო ჩაიკეტნენ იმისთვის, რომ აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი, რომელიც ივანიშვილმა დაავალა! - ერი და ბერი ერთიანია, ყველა აქციაზე! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ბოლო წუთები დარჩა რეჟიმს, რომელსაც უნდა ბიძინას სამეფოდ აქციოს ეს ქვეყანა“.

„ბიძინას დასასრული მოვიდა. ხალხი, ერი, ბერი ერთიანია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯოთ. მარტო ჩაიკეტნენ იმისთვის, რომ აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი, რომელიც ივანიშვილმა დაავალა! საქართველოში ავტორიტარიზმი არასდროს იქნება, თავისუფალ, ქართველ ერს ვერავინ დაუპირისპირდება. ჩვენს ერთიანობას ეს ნაძირალები, მოღალატეები ვერასდროს გახლეჩენ. ერი და ბერი ერთიანია, ყველა აქციაზე! ხალხო, ბოლო წუთები დარჩა რეჟიმს, რომელსაც უნდა ბიძინას სამეფოდ აქციოს ეს ქვეყანა. ჩვენ ევროპული პერსპექტივა გვინდა“,-აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომაზე, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით იხილავენ, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ასევე, სასესიო დარბაზიდან გააძევა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.

უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“ „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის დაბრახუნებით გამოხატავდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია