შალვა პაპუაშვილი - ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება - ის „ენჯეოები“, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ვისგან არიან დაფინანსებულები?!

ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია. ის „ენჯეოები“, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ვისგან არიან დაფინანსებულები?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ დანიისა და ნიდერლანდების საელჩო, მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოს“ ქმედებებზე საკუთარ აზრს დააფიქსირებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში, უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოაჩინა. მან უზრუნველყო გამოხატვის თავისუფლების დაცვა და აქციაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება. რაც შეეხება კანონს, ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ კანონის საჭიროება. ამ აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამაც დაგვანახა ეს. დღემდე არ ვიცით თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია. ის „ენჯეოები“, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ვისგან არიან დაფინანსებულები?! გუშინ ვნახეთ, საბოლოო ჯამში, სინამდვილეში ვინ არიან ამ აქციის ორგანიზატორები. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“. ბოლოს ისინი იდგნენ ტრიბუნასთან. საერთო ჯამში, ისინი არიან, ამ კანონის წინააღმდეგ, ამ პროპაგანდის სულის ჩამდგმელები. შესაბამისად, ყველაფერი კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ „ენჯეო“ სექტორის ეს ნაწილი, ფაქტობრივად, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. გუშინ ვნახეთ, რომ „ენჯეობის“ მხრიდან, პარლამენტის მიმართ, იყო ულტიმატუმი წარმოდგენილი. ერთსაათიანი ვადაც კი დაგვითქვა ერთ-ერთი „ენჯეოს“ ხელმძღვანელმა, რომელიც დანიისა და ნიდერლანდების საელჩოდან ფინანსდება. მგონი ამ საელჩოებმაც უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის მათი დაფინანსების მიზანი, რომ ულტიმატუმი წამოუყენონ ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს? რა კანონი მიიღოს და რა არა? ერთსაათიანი ვადა რომ გავიდა, იმავე „ენჯეოს“ ხელმძღვანელმა, აქციის მონაწილეებს მოუწოდა კანცელარიისკენ გადაადგილება. ამით, ფაქტობრივად, აქციის ეს ნაწილი შესაძლო ძალადობრივი ქმედებისკენ წაიყვანა. მნიშვნელოვანია, „ენჯეოების“ დამფინანსებლები გაემიჯნონ, ვინაიდან მისი ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები, გუშინ, ულტიმატუმს უყენებდნენ ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, პარლამენტს და მცდელობა ჰქონდათ, რომ მშვიდობიანი აქცია გადაეზარდათ ისეთ აქციად, რომელიც გაცდებოდა მშვიდობიან ფარგლებს. ამ კანონის შედეგად საზოგადოებას ეცოდინება ვინ არიან ეს ორგანიზაციები, ვინ აფინანსებს. როცა დონორს ეცოდინება, რომ მისი დაფინანსება არის გამჭვირვალე, უფრო პასუხისმგებლობიანი იქნება ამ დროს, რას აკეთებს მისი დაფინანსებით მოქმედი ადამიანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს