საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, ალეკო ელისაშვილისა და სხვათა მიმართ „პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ჩადენილი დანაშაულები“ გამოიძიოს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უამრავი საქმე აქვს გამოსაძიებელი და ახლა მას ემატება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რომ გამოძიება სწრაფი და ადეკვატური იქნება.

„ვხედავთ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება არის პოლიტიკური დაკვეთის შედეგი. ეს არის ყველაზე მძიმე მოცემულობა და გაფრთხილება არამხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა ერთად გარდა იმისა, რომ ვგმობთ ამ საქციელს, მოვითხოვთ ადეკვატურ გამოძიებას და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ამ საქმეზე. დღეს, როდესაც შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აქციებმა დაანახა კანონის მიღების საჭიროება, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ეს ძალადობრივი ქმედებები და კანონი აჩვენებს, რად უღირთ ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ძალაუფლების დაცვის და ხალხის ნების საწინააღმდეგო სვლის მიღმა, ამ მოცემულობაში ჩანს ერთი ძალიან ნათელი თარგი - რუსული და ამას უნდა დავუპირისპირდეთ ყველა შესაძლო კონსტიტუციური გზით“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ამავე ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ის ხალხი, ვინც კანონი დაარღვია ალეკო ელისაშვილის წინაშე, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული.

„პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის ძალის დემონსტრირება. ეს არის სიმხდალის, ხელისუფლების შიშის დემონსტრირება. ბუნებრივია, მათ ეშინიათ, რადგან ქართული ერი მათ განზრახვებს წინ აღუდგა, იმიტომ ,რომ საქართველო გაარუსონ და მიიღონ აქ რუსული კანონი. ბუნებრივია, რომ არსებობს მათი შიში, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ ოპონენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნება“ არის მხდალი და მშიშარა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ არ და ვერ ავყვებით ძალადობაში. ახლა მნიშვნელოვანია, ის ხალხი, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და დაარღვია კანონი ალეკო ელისაშვილის წინაშე, პასუხისგებაში იყოს მიცემული“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?