შალვა პაპუაშვილი - NED-ის ხელმძღვანელობასთან მქონდა შეხვედრები და შემპირდნენ, რომ გაასაჯაროებდნენ ფინანსებს და არ გაასაჯაროვეს - ახლა მაინტერესებს, ამ ორგანიზაციას რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე

მაინტერესებს, ამ ორგანიზაციას NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე, მიიჩნევს თუ არა ქართველ ხალხს თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და არ გეტყვით რას ვაკეთებ, რადგან შეიძლება იფიქროთ, რომ რადიკალიზმია, მაგრამ თქვენ ვერ მიხვდებით, ამისი უნარი ჯერ არ გაქვთ, რომ გააცნობიეროთო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას საუბარი ჰქონდა NED-ის ხელმძღვანელობასთან ფინანსების გასაჯაროების საკითხზე და მათგან მიიღო დაპირება, თუმცა მათ პირობა არ შეასრულეს.

„ჯერ დავსვათ კითხვა - რატომ ხდება ასე, რომ თავს იწუხებენ სხვადასხვა სტრუქტურები, რომ დადონ [შემოსავლებზე ინფორმაცია]. მარტივი მიზეზია - მალავენ. სხვა ახსნა ამას არ აქვს, ვინაიდან მე მაგალითად NED-ის ხელმძღვანელობასთან მქონდა შეხვედრები შარშან. გაზაფხულზეც მქონდა, შემდეგ კიდევ მქონდა შეხვედრა. შემპირდნენ, რომ გაასაჯაროებდნენ ფინანსებს და არ გაასაჯაროვეს. ამას რა ჰქვია? ამას ჰქვია მხოლოდ ერთადერთი სახელი - დამალვა. ვის უმალავენ? მე ვეუბნებოდი არა იმას, რომ ჩემთვის გამოეგზავნათ, არამედ გაესაჯაროებინათ. ხალხს უმალავენ. ახლა მაინტერესებს, ამ ორგანიზაციას [NED-ს] რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს ქართველ ხალხს თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს, მილიონებს პოლიტიკურ პროექტებში, ამბობს, რომ ჩამოვედი ჩემი ფულით, ქართველო ხალხო, თქვენ ახლა უნდა გაგიკეთოთ სიკეთე, ოღონდ არ გეტყვით რას ვაკეთებ. ეს დაფარული სიკეთე იქნება. ამას თქვენ ვერ გააცნობიერებთ, რატომ უნდა იცოდეთ ეს სიკეთე, შეიძლება ვერ მიხვდეთ, ან რომ ნახოთ, შეიძლება გეგონოთ, რომ ეს არ არის სიკეთე და იფიქროთ, რომ რადიკალიზმია, მაგრამ თქვენ ვერ მიხვდებით, ამისი უნარი ჯერ არ გაქვთ, რომ გააცნობიეროთ, ამიტომ გაჩუმდით, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, ფულს დავხარჯავ და ამ სიკეთეებს თქვენ იგრძნობთო. ეს არის ქედმაღლური დამოკიდებულება სინამდვილეში, სხვა არაფერი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE” ეთერში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია