ირაკლი ფავლენიშვილი - ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

[ოპოზიციის] სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან ბევრი ჯგუფია ჩართული, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები იქნებიან ორგანიზატორები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია არსებობს.

„არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციები და ზოგადად, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანია ამ საპროტესტო გამოსვლების დროს. ამიტომ, ჩვენ, პოლიტიკური პარტიები მივიღებთ მონაწილეობას, მობილიზებულები ვიქნებით, მათ შორის, ჩვენი აქტივისტები და მომხრეებიც ამას ითხოვენ. როდესაც საქმე ეხება ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბრძოლას, ყველა პასუხისმგებელი, პროდასავლური პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას ამ ბრძოლაში და მათ შორის, აქციების ორგანიზებაში ჩაერთვება. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო ჯგუფები არ იქნებიან ორგანიზატორები, პირიქით, ყველანი ვართ ორგანიზატორები.

სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან ბევრი ჯგუფია ჩართული, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები იქნებიან ორგანიზატორები და მათი სამოქმედო გეგმა იქნება. ჩვენი სამოქმედო გეგმა კოორდინირებული უნდა იყოს, კოორდინაცია სამოქალაქო ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს შორის არის და მომავალშიც იქნება.

რაც შეეხება „ოფშორების კანონს“, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფაქტობრივად რუსული კანონის გაგრძელებაა, ერთი მხრივ, ყველა დასავლურის ამოძირკვა ხდება ჩვენი ქვეყნიდან იმ კანონით, რომელსაც იღებენ და რომელმაც საზოგადოების ამხელა აღშფოთება გამოიწვია. მეორე კანონი, „ოფშორების კანონი“ არის რუსულის შემოტანა, კრიმინალური, რუსული, „შავი“ ფული უნდა შემოვიდეს და პირდაპირ ამბობენ უნდა მოხდეს გათეთრებაო, თვითონ ამბობენ ივანიშვილის ბანდის წევრები“, - აცხადებს ფავლენიშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა