ზვიად ძიძიგური „ქართულ ოცნებას“ - საერთოდ, სად მიდიხართ, რა შარში გაყავით თავი? - რაც შეეხება შეკრებას, მერიაში, გამგეობაში დასაქმებულებს ჩასვამენ ავტობუსებში და ჩამოიყვანენ თბილისში, ვის უკვირს? თავი გინდათ გაიმხნეოთ?

რა მოხდა, შეგეშინდათ აქციების და თავი გინდათ გაიმხნეოთ? - შედრკით და წონასწორობა დაკარგეთ?, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ 29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ხელისუფლება 29 აპრილის შეკრებაზე მერიაში, გამგეობაში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მომუშავე ადამიანებს მოუყრის თავს.

„ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს დგამს, რომ თავი უნდა მოუყაროს, ვინც მერიაში, გამგეობაში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მუშაობს, ჩასვამენ ავტობუსებში და ჩამოიყვანენ თბილისში. ჯერ ერთი ვის უკვირს თუნდაც 100 ათას კაცს რომ მოიყვან? გვჯერა, რომ გაქვს მაგის ფულიც, ავტობუსებსაც იშოვი, ხალხსაც ჩასვამ და ჩამოიყვან, მაგრამ რა მოხდა, შეგეშინდათ ამ აქციების და თავი გინდათ გაიმხნეოთ, თუ იმათ გამხნევება გინდათ, ვისი მხარდაჭერის იმედიც გაქვთ? რა ხდება, შედრკით და წონასწორობა დაკარგეთ?“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკაში გამაერთიანებლის სტატუსით მოვიდა, დღეს მიტინგების დამრბევის ფუნქცია აიღო თავი თავზე.

ბიძინა ივანიშვილი გამოვა 29 აპრილის აქციაზეო. გაგვახარეს, თვითონ იქნება მთავარი პერსონაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი იღებს ყველანაირად პასუხისმგებლობას, რაც ამ პროცესში ხდება. პოლიტურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად და რეალურადაც მისი პასუხისმგებლობაა. რომ გამწვავდება დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში რამდენი კაცი გაილახება, ბიძინა ივანიშვილია ყველაფერზე პასუხისმგებელი. რატომ იღებს ბავშვების ცემაზე პასუხისმგებლობას, რა შარში აქვს თავი გაყოფილი? კაცმა, რომელიც გამაერთიანებლად მოვიდა 2012 წელს, ამ კაცმა დღეს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, რის გამოც მას ვებრძოდით, მიტინგების დარბევის ფუნქცია აიღო თავის თავზე. საშინელებაა, სამარცხვინო მდგომარეობაა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა

ზვიად ძიძიგურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანოპროექტის პარლამენტში შემოტანით „აუტკივარი თავი აიტკივა“.

„ბავშვებზე იძახდნენ, „ენჯეოსშნიკი“ ბავშვები არიანო. ჩემი შვილები დადიან იქ და ყველა კონსერვატორები არიან, თამადები არიან, სტუმარი, მასპინძელი სუფრა და ეგეთი ხალხია. თავის საძმაკაცოსთან ერთად დადიან. სრულიად სტუდენტობა დადის. კონსტიტუციაში რაც გიწერიათ, იმის წინააღმდეგ თავად მიდიხართ და ახალგაზრდებს რას ერჩით? ან სპორტსმენებთან და ხელოვანებთან რა გინდათ? საერთოდ სად მიდიხართ? რა შარში გაყვეს თავი, საერთოდ რა უნდოდათ? ვინმემ ამიხსნას ამ კანონის ისევ უკან შემოტანა რაში სჭირდებოდათ, რატომ აიტკივეს აუტკივარი თავი?“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს