სოფო ჯაფარიძე - კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონდარღვევაა, როდესაც სამსახურებს საჯარო მოხელეებისგან ცლიან.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის კანონის დარღვევა, როდესაც სამსახურებს ცლი საჯარო მოხელეებისგან. ასევე, ეს არ არის მხოლოდ კანონდარღვევა, ეს არის მორალური ზიანის მიყენება იმ ადამიანებისთვის, ვისი შვილებიც დგანან გარეთ და იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ჩვენ ძალიან ბევრი კონტრაქცია გვინახავს და ისიც გვინახავს შემდგომ როგორ დასრულებულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელოვნურად დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ადამიანებს, ქართველებს, ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე. ეს არის მათი ბოლო ჟამი, ეს მათ ძალიან კარგად იციან.

დიახ, დღეს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, დღეს საქართველოში „ქართული ოცნება“ არის დამთავრებული. ჩვენ, აუცილებლად ყველა ერთად, კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით „რუსულ კანონს“ და „რუსულ ოცნებას“ არას!“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე