ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა,  რუსთავის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, რუსთავის მერიასთან ერთად, პროექტის - ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურება” ფარგლებში, რუსთავში ახალ პროგრამას იწყებს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამა, რუსთავში ორგანიზაცია ,,EY საქართველოს” დახმარებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია, საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა.

აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია, დღეს რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის საწარმოში გაიმართა.

პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ორგანიზაცია ,,EY საქართველოს” წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად, რუსთავში ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს, რომელიც ახალი შესაძლებლობაა ჩვენი ქალბატონებისთვის. სწორედ ამ პროექტის დახმარებით, ჩვენი ქალბატონები გადამზადებას გაივლიან, შეიძენენ ახალ უნარებს, აიმაღლებენ კვალიფიკაციას და შემდგომ უკვე რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოში დასაქმდებიან. როდესაც ქალთა გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მთავარი, სწორედ მათი ეკონომიკური გაძლიერებაა, რასაც ჩვენი ერთობლივი პროგრამა ემსახურება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო, ქალების ავტობუსების მძღოლებად გადამზადების მოკლევადიან კურსებზე მიღებას აცხადებს. სასწავლო კურსი ნებისმიერ დაინტერესებულ რუსთაველ ქალბატონს შეუძლია გაიაროს და შედეგად D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს. ახალი პროფესიის დაუფლების შემდეგ კი პროგრამაში ჩართულ ქალბატონებს, სატრანსპორტო სფეროში დასაქმების შესაძლებლობა უჩნდებათ.

დღეისათვის, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ავტობუსის მძღოლად ორი ქალია დასაქმებული.

პროექტი ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურება”, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავის გარდა, გორის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის და ფოთის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა