სოფო ჯაფარიძე - ერთ მუშტად შეკრულები დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში და ეს ისე ახლოს არის, როგორც არასდროს

დღეს ვართ ჩამოსულები ქუთაისში, შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს, არის ძალიან დიდი მუხტი, უამრავ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია და ყველას აზრი არის ერთი, ასე ერთად, ერთ მუშტად შეკრულები დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში და ეს ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, დღეს მთელი საქართველო რუსეთს არას ეუბნება.

„დღეს ვართ ჩამოსულები ქუთაისში. შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს, განწყობა არის ძალიან კარგი, ძალიან დიდი მუხტია. ჩავალთ მთელ საქართველოში, შევხვდებით ყველას. უამრავ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია და ყველას აზრი არის ერთი. ასეთი ერთიანი, ასე ერთ მუშტად შეკრული საქართველო მე დიდი ხანია არ მინახავს. დიახ, დღეს მთელი საქართველო ეუბნება რუსეთს არას. ბიძინა ივანიშვილის კოშმარი რეალობად იქცა და ის ხედავს, რომ ყველა ვართ ერთად, მთელი საქართველო ერთად დგას დღეს. სრულიად ზეპარტიულია დღევანდელი ღონისძიება. პოლიტიკოსი, ექიმი, მსახიობი, მასწავლებელი, ყველა ვდგავართ ერთად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე ერთად, ერთ მუშტად შეკრულები დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში და ეს ისე ახლოს არის, როგორც არასდროს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს