ტერაბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანდა

ტერაბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა. კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდ ინიციატივაში გაწევრიანებას ხელი უკვე მოეწერა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტერაბანკი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადობას. არაერთი წელია, ბანკი ამ საქმიანობას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით ახორციელებს. მათ შორისაა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მეწარმე ქალების ხელშეწყობა და გაძლიერება, ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა, გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა მსოფლიოში. ის ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

ქსელი ბიზნესებს მოუწოდებს, საკუთარი საქმიანობები პასუხისმგებლობით აწარმოონ და გაითვალისწინონ შეთანხმების 10 პრინციპი, რომელთა შორისაა ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამას გარდა, გაეროს გლობალური შეთანხმება მხარს უჭერს ბიზნესებს, ხელი შეუწყონ ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების, მაგალითად, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.

„გაეროს გლობალურ შეთანხმებაში გაწევრიანება, თანამედროვე სტანდარტებისა და გამოცდილებების დანერგვა დაგვეხმარება, ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ ინიციატივები და პროექტები. შესაბამისად, ჩვენთვის ქსელის წევრობა სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა“, - აცხადებენ ტერაბანკში.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან 20 000-ზე მეტ ბიზნესკომპანიასა და 3000-ზე მეტ არასამეწარმეო პირს აერთიანებს.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს