შალვა პაპუაშვილი - გაქვთ უფლება იცოდეთ, რაშია არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ინტერესები, საიდან და ვისგან ფინანსდებიან - ასეთია რეალობის ორუელისეული ამობრუნება, როცა გარწმუნებენ, რომ ბედნიერება თქვენს არცოდნაშია

მოქალაქეებს გაქვთ უფლება იცოდეთ, რაშია არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ინტერესები, საიდან და ვისგან ფინანსდებიან - სინამდვილეში უნდათ, რომ ეს უფლება წაგართვან და გითხრან, რომ არცოდნა თქვენი სიძლიერეა და რაც უფრო ნაკლები გეცოდინებათ, უფრო ბედნიერი იქნებით! ასეთია რეალობის ორუელისეული ამობრუნება, როცა გარწმუნებენ, რომ თქვენი ბედნიერება თქვენს არცოდნაშია, - ეს განცხადება ბათუმში, რეგიონულ მედიებთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი არის საზოგადოებისთვის, “რათა საზოგადოებამ იცოდეს მათზე, რომელთა მოქმედებებიც საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენას ახდენს“.

პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ არანაირი კავშირი საგადასახადო-საფინანსო ურთიერთობებს გამჭვირვალობასთან არა აქვს, რადგან საგადასახადო ურთიერთობა საგადასახადო საიდუმლოებით არის დაცული.

„ყველაზე გაუმჭვირვალე არის არასამთავრობო სექტორი. თუკი მოქალაქეებს გაქვთ უფლება იცოდეთ ჩემს შესახებ, რადგან ჩემი გადაწყვეტილებები თქვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, თუკი გაქვთ უფლება იცოდეთ მეტი საჯარო უწყებების საქმიანობის შესახებ, რადგან მათი გადაწყვეტილებები თქვენ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, გაქვთ თუ არა უფლება იცოდეთ მეტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომელთა გადაწყვეტილებები და მონაწილეობა თქვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას?! აი, ასეთ ბანალურ ჭეშმარიტებაზე გვიწევს საუბარი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს