ანონსი  26 აპრილი

26 აპრილს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართავენ, რითიც ითხოვენ მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ არ აძლევს უფლებას, უკრაინის სახალხო დამცველს მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მის: ორთაჭალა, გორგასლის ქ.24

საკონტაქტო: მანანა ანდღულაძე - 599024323

26 აპრილს, 11:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში აითაჯ შახმაროვას საქმეზე დაკავებული დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

26 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია თემაზე „ვეტერინარი - ერთიანი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი რგოლი“ გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაცეების, დარგობრივი ასოციაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#13

26 აპრილს, 11:00 საათზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მის: ზუგდიდი, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი, დავით ჯანაშიას 12

26 აპრილს, 11:30 საათზე, კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise, პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციას და საჯარო დისკუსიას თემაზე - „საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა: დეცენტრალიზაცია სისტემური მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისათვის“ გამართავს.

დოკუმენტს წარადგენენ Gnomon Wise-ის მკვლევარები, დავით ზედელაშვილი და თამარ ქეცბაია.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1 (სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“)

საკონტაქტო: გვანცა ნიკურაძე - 558 091 030

26 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

26 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

26 აპრილს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილე, დავით დამენია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „გამკაცრებული კონტროლი ბზის მოჭრაზე; გამოვლინდა, თუ არა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტები; რა სახის სანქციებია დაწესებული დარღვევებზე; რა შემთხვევაშია დასაშვები ბზის რეალიზაცია; მიმართვა მოქალაქეებს“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა და დემოგრაფიული მაჩვენებლები 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით

მის: ც.დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

26 აპრილს, 14.00 საათზე, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიება იგეგმება.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფარიძე 595 888 880, ქეთი დოლიძე 577 467 117

26 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების N2

26 აპრილს 17:00 საათზე, ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.

განხილვას დაესწრებიან საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრებო ორგანიზაციები, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

მის: ქ. ბათუმი, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08; ირაკლი გაბისონია 555 602 634

26 აპრილს 19:00 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიდან გაიმართება მსვლელობა - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.

მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრებო ორგანიზაციები. ასევე, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში მსვლელობას შეუერთდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

მის: ქ. ბათუმი, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08; ირაკლი გაბისონია 555 602 634

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს