ლილე ლიპარტელიანი საკრებულოს უმრავლესობას - გადაწყვეტილება მივიღე, რომ „რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში აღარ მოგესალმებით - ისე ვატყობ, ეს ჩვენი ბოლო მისალმება იქნება

მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ „რუსული კანონის” [მიღების] შემთხვევაში თქვენ აღარ მოგესალმებით. ისე ვატყობ, რომ ეს ჩვენი ბოლო მისალმება იქნება, - ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” წევრებს.

მისივე შეფასებით, “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებს “რუსეთში მიაქანებს”.

„ბატონო ირაკლი [ხელაძე], ზურა [აბაშიძე] მართალია, თქვენ სამხედრო ვალდებულებას სამშობლოს წინაშე თავი აარიდეთ და ეკლესიას თავი შეაფარეთ, მაგრამ იქაც ვერაფერი ვერ გისწავლიათ. ეკლესია, პირველ რიგში, საზოგადოებას, ერთობას ნიშნავს. ენა, მამული, სარწმუნოების ქვეშ სად წაიკითხეთ, ამოიკითხეთ, რომ ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ? რით ხართ აჭარელ მუსლიმებზე, ჩვენს ქართველ ძმებზე უკეთესი, რით ხართ? ბედნიერი ვარ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, შემიძლია სიყვარული, თანაგრძნობა, გაზიარება, მოყვასის სიყვარული შემიძლია თქვენგან განსხვავებით. სარწმუნოებაზე და მართლმადიდებლობაზე საუბრობთ და ბოღმა და ზიზღი ამოგდით პირიდან. ეს არის თქვენი სარწმუნოება და მართლმადიდებლობა?! სიყვარულია სარწმუნოება”, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა