ქეთევან თურაზაშვილი - არ ესიამოვნათ რომ ვთქვი, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს - გამოძევება ჩემს ნათქვამს უკავშირდება

ძალიან არ ესიამოვნათ ბოლოს, როდესაც ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს ძალოვან სტრუქტურებს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარემ დაატოვებინა.

მისივე განმარტებით, დეპუტატებს არ ასმევინებენ შინაარსობრივ შეკითხვებს ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით იმიტომ, რომ თურაზაშვილის თქმით, მათ რეალურად პასუხები არ აქვთ.

„როდესაც მამუკა მდინარაძეს უნდა გაეცა ჩემს შეკითხვებზე პასუხი, რომელიც აბსოლუტურად „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით იყო დასმული, მან დაიწყო ჩემი რეპლიკების შეფასება ძალადობასთან დაკავშირებით. ძალიან არ ესიამოვნათ ბოლოს, როდესაც მე ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ - ეს არის ძალა, რომელიც პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს ძალოვან სტრუქტურებს. რაც ჩვენ პოლიციის მხრიდან ვნახეთ ალეკო ელისაშვილზე განხორციელებული წარმოუდგენელი ძალადობა. არ გვასმევინებენ შინაარსობრივ შეკითხვებს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით იმიტომ, რომ მათ რეალურად არ აქვთ პასუხები“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

როგორც ქეთევან თურაზაშვილმა აღნიშნა, მისი გამოძევება უკავშირდება ნათქვამს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ იყო ანგარიშსწორება.

„ჩემი გამოძევება უკავშირდება ჩემს ნათქვამს, რომ ანგარიშსწორება იყო ალეკო ელისაშვილის მიმართ, როდესაც გამოიყენეს პოლიციის ძალა და წარმოუდგენელი ძალადობა მოუწყვეს მას. ალეკო შემთხვევით არის გადარჩენილი, სხვა შეიძლება ვერ გადარჩენილიყო“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთი თურაზაშვილიც გააძევა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა მდინარაძე მიერ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოჰყვა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია