ანა ნაცვლიშვილი - ეს არ არის საპარლამენტო განხილვა, არც დემოკრატიული განხილვა არ არის - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, მმართველი პარტია იყენებს რეპრესიულ მეთოდებს, რაც ნათლად აჩვენებს თუ რისთვის სჭირდება მას კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„იმ პირობებში, როდესაც ჯერ კანონპროექტია, კანონიც არ არის, რა მეთოდებსაც დღეს თქვენ იყენებთ, რეპრესიულ მეთოდებს, ეს აჩვენებს, რისთვის გჭირდებათ ეს კანონი. ეს არ არის საპარლამენტო განხილვა, არც დემოკრატიული განხილვა არ არის. გაძევება არ მჭირდება. მე პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ ამ დარბაზს. ძალიან კარგია, რომ ყველაფერი ოქმდება, იმიტომ, რომ საბრალდებო დასკვნას სახელმწიფოს ღალატისთვის დასჭირდება აქ თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებები“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, საბრალდებო დასკვნებით სიარული „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია.

„სამარცხვინოა ეს განცხადება. სახელმწიფოს ვინც უღალატეთ, თქვენს გულებში ჩაიხედეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია საბრალდებო დასკვნით სიარული. თქვენი ნებით გადიხართ, მერე რომ არ თქვათ, რომ გამაძევესო“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს