თინა ხიდაშელი - ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ბიძინა ივანიშვილს და მთელ დედამიწას, რომ ეს ხალხი საკუთარი სამშობლოს სიყვარულში არ იღლება

ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ბიძინა ივანიშვილს და მთელ დედამიწას, რომ ეს ხალხი საკუთარი სამშობლოს სიყვარულში არ იღლება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან განუცხადა, სადაც მომიტინგეები იკრიბებიან.

ხიდაშელმა გუშინ, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შეკრება და იქ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის არ იყო მოულოდნელი ის განცხადებები, რაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„ჩემთვის არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. ამ კანონის დროის ამ მომენტში შემოტანა მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი დაღალონ, დაღალონ მიტინგი, რომ შემოდგომისთვის ენერგია აღარ ჰქონდეს ხალხს. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მთავარი იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილს გულწრფელობის წუთები აქვს ხოლმე და შემდეგ სიმართლის ლაპარაკს იწყებს. ზუსტად ამაზე უნდა გასცენ მას პასუხი, როგორც ოპოზიციურმა სპექტრმა, ისე ქართულმა საზოგადოებამ. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მასაც და მთელ დედამიწას, რომ ეს ხალხი საკუთარი სამშობლოს სიყვარულში არ იღლება. ძალიან მარტივი ამოცანა გვაქვს - არ უნდა დავიღალოთ ჩვენი სამშობლოს სიყვარულში. მე შემიძლია ვთქვა, რომ არ უნდა დავიღალო იმისთვის, რომ ჩემი შვილებიც ამ გამზირზე არ გაიზარდონ, როგორც მე გავიზარდე“, - განაცხადა ხიდაშელმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია