ზაზა სარალიძე - შიმშილობა დავიწყე და არ შევწყვეტ, ვიდრე „რუსულ კანონს“ არ გაიწვევენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ შიმშილობა დაიწყო.

სარალიძის თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს, სანამ „რუსულ კანონს“ არ გაიწვევენ.

„მე გუშინდლის შემდეგ შიმშილობა დავიწყე. გუშინ „ოცნების“ ორგანიზებულ აქციაზეც ვიყავი და რასაც ვუყურე, ეს არ ვიცი რა იყო. ხალხში დავდიოდი და ცრემლი მომდიოდა, რადგან ის ხალხიც გადასარჩენია. დღეს საქართველო რუსული იმპერიისკენ მიექანება. არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთში პირდაპირი ნაბიჯით შევალთ, თუ რუსი მმართველები გვეყოლებიან აქ, ბიძინა ივანიშვილის თამადობით.

შიმშილობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩვენი თაობა ხომ დააპირისპირეს ერთმანეთს, ახლა უნდათ ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი შვილებიც დააპირისპირონ. არაერთი ადამიანი გამოდის ეკლესიიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან და ჩვენს შვილებს ლანძღავენ, გამყიდველებს, მოღალატეებს, იუდებს, მოსყიდულებს ეძახიან. ვინ არის მოსყიდული? მოსყიდულები ხართ თქვენ, ყველა, ესენი 20-25 წლის ბავშვები არიან და დაწერენ ისტორიას, რუსებს მოგვაშორებენ და მუდამ თავისუფლებით ივლიან.

შიმშილობას მანამდე არ შევწყვეტ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ, რომელიც თავისუფალ სიტყვას პირდაპირ კლავს. მინდა მდინარაძეს მივმართო, რომელმაც ხალხს დასცინა, მე რომ იდეას თავი შევწირო, მერე რაო - მე ვიქნები ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც საკუთარი შვილის და მისი თანატოლების ევროპული მომავლის გამო თავს შესწირავს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია