შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს - მონას ეძახით ადამიანს, არ გრცხვენიათ? - თქვენ საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკაში რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ?

თქვენ ან საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკაში რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ?, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც უმრავლესობის წევრების მიმართ ტერმინი „მონები“ გამოიყენა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც დეპუტატი ადამიანებს მონას ეძახის.

„სამარცხვინო განცხადებები. მონას ეძახით ადამიანს არ გრცხვენიათ საერთოდ? თქვენ ან საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკაში რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ? არც კი გრცხვენიათ ასეთ ტერმინების გამოყენება. აბსოლუტურად სამარცხვინო გამოსვლა იყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ვინც სწორ მხარეს დგას, ისტორიაში ჩაიწერება, ხოლო „მონები“ მხოლოდ სტატისტიკაში ჩაეწერებიან.

„ყველა ტკივილი, ყველა მოქნეული ხელკეტი, დრო გავა და იქნება მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ, ამ გადამწყვეტ მომენტში სამშობლოს მხარე აირჩიეთ. თქვენ დარჩებით ისტორიაში. მონები კი ბევრი ყოფილან და საერთო სტატისტიკაში ჩაეწერებიან“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს