გიორგი ტყემალაძე - ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ურბანული პროექტია

ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე გაეცნო.

ამჟამად ხიდზე დასრულებულია რკინა-ბეტონის ფილების და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. უახლოეს დღეებში საიზოლაციო სამუშაოებიც დასრულდება. ამ დროისთვის ტროტუარების მოწყობა და მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს; ეწყობა გარე განათების ქსელიც, ხოლო ხიდის სავალ ნაწილზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ურბანული პროექტია. მისივე თქმით, ძირითადი სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია.

„ახალი საავტომობილო ხიდი მაქსიმალურად გააადვილებს ტრანსპორტის მოძრაობას, შეამცირებს საცობების სიმჭიდროვეს და მგზავრობის დროს. ხიდის სამშენებლო სამუშაოები მაისის ბოლოს დამთავრდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს