ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ADB-ის წლიურ შეხვედრას, საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების  იდეის ერთგულია

საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც მიზნად მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას ისახავს.

„მქონდა პატივი, თბილისში მემასპინძლა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას. საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია. მოხარული ვარ, რომ მივმართე დელეგატებს და ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების გზებზე, რომელთა აქცენტირება ხდება მდგრადობასა და თანასწორობაზე", - წერს კობახიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე