აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, მათ შორის დემონსტრანტების ნაწილი

ქაშვეთთან საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.

მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით იყვნენ მისული. მათ საავტომობილო გზაზე სანთლებით გააკეთეს წარწერა: "ენა, მამული, სარწმუნოება".

მომიტინგეებმა რამდენჯერმე ერთად შეასრულეს საქართველოზე სიმღერებიც.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა წუხანდელმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა