ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

„მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუკი სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ გააუქმებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ლაზარე გრიგორიადისს და მისი ოჯახის წევრებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საქმეზე საერთო სასამართლოების ზედა ინსტანციებში განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას და ასევე, ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელს "ქართული ოცნების" ლიდერების, ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელთა საჯარო განცხადებებმა შელახეს ლაზარე გრიგორიადისის ღირსება. ამ სარჩელის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე უარი თქვა, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაზარე გრიგორიადისის სამართლებრივ ინტერესებს სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპიდან იცავს. ორგანიზაციის იურისტი სამოქალაქო აქტივისტის დაცვას ახორციელებდა როგორც გამოძიების მიმდინარეობისას ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში