გიორგი გახარია - "ოცნება"  მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს - უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება მოსკოვის „სასარგებლო იდიოტად“ იქცა

„ოცნება" განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ავრცელებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა.

„განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების და საზოგადო მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს კიდევ ერთი უკანონო ინიციატივა დაემატა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით ოცნება მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. მსგავსი აბსურდული, რუსული მეთოდები ხაზს უსვამს ოცნების არაადეკვატურობას და მძიმე ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ცდილობს რა ძალაუფლების შენარჩუნებას, საქართველოს უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება იქცა მოსკოვის სასარგებლო იდიოტად.

ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს, საკუთარ მოსახლეობას. ყველა, ვინც ამ უკანონო ქმედებებში მონაწილეობს, პასუხს აგებს კანონის წინაშე!

მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, იმოქმედონ გონივრულად და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. კონსტიტუციური წესრიგის არარსებობის პირობებში, საჯარო მოხელეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ხალხი სწორედ მათ იმედზეა”, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში